რუსეთის დუმის წევრს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ოლგა ზანკოს სურს, რომ პოლონელი მსახიობი ბარბარა ბრილსკა ფილმ „ბედის ირონიიდან“ წაშალონ. - ამის შესახებ მან ტელეგრამ არხზე ისაუბრა. მიზეზი ომის მოწინააღმდეგე მსახიობის, ლია ახეჯაკოვას მხარდამჭერი განცხადებაა - ბრილსკამ აღნიშნა, რომ მან ქვეყანა უნდა დატოვოს.
ოლგა ზანკო აცხადებს, რომ რუსეთმა ბარბარა ბრილსკას დიდება და პატივი მიანიჭა, თუმცა როგორც პატივი მიანიჭეს რუსეთს ასევე შეუძლიათ ამ მსახიობის ფილმ „ბედის ირონიიდან“ ამოშლა.
„ჩვენმა ქვეყანამ მას დიდება და პატივი მიანიჭა, მაგრამ ჩვენ, ასევე, შეგვიძლია მარტივად წავშალოთ ეს მსახიობი „ბედის ირონიიდან“, - აცხადებს დუმის წევრი.
„ბედის ირონიის“ ვარსკვლავმა თავისი გააკეთა და მის რუს თაყვანისმცემლებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ღვთისაგან დაწყევლილი ხალხი უწოდა“, - აღნიშნა ოლგა ზანკომ.
„ბედის ირონიის“ ვარსკვლავმა ბარბარა ბრილსკამ რუსეთის სახალხო არტისტს ლია ახეჯაკოვას ურჩია დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც ახეჯაკოვას მონაწილეობით სპექტაკლები სოვემენნიკის თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს.
„ლეა, ასე გააგრძელე! რა თქმა უნდა, მან უნდა დატოვოს ქვეყანა. ეს კომუნისტები, ღმერთისგან დაწყევლილი ხალხია“, - ამბობდა ბრილსკა.