Duracell რუსეთის ბაზარს ტოვებს. ამის შესახებ რუსული მედია Duracell Russia-ს აღმასრულებელი დირექტორის წერილზე დაყრდნობით იტყობინება.
წერილში ნათქვამია, რომ ბაზრის დატოვებისა და რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება Duracell-ის აქციონერებმა მიიღეს. უახლოეს კვირებში კომპანია შეწყვეტს მიწოდებას და გაწყვეტს ყველა კომერციულ ხელშეკრულება თუ შეთანხმებებს. კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას შეასრულოს მიმდინარე და ახალი შეკვეთები მარაგების ამოწურვამდე.
რუსეთში სექტორის წამომადგენლები აცხადებენ, ვითარება არ არის კრიტიკული საწარმოო ბაზრისთვის, რადგან არსებობს მრავალი ანალოგი.
Duracell-ი საყოფაცხოვრებო გალვანური ელემენტების, ბატარეების, აკუმულატორების მწარმოებელი კომპანიაა. ამ მარკით პროდუქცია 1930 წლიდან იწარმოებოდა აშშ-ის ქალაქ ბეთელში. ამჟამად პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განლაგებული ქარხნები აწარმოებენ.