დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლების მესამე ეტაპი იწყება - რას ითვალისწინებს ₾8.04 მლნ-იანი პროექტი

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლების მესამე ეტაპი იწყება - რას ითვალისწინებს ₾8.04 მლნ-იანი პროექტი

access_time2021-06-21 21:00:00

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლების მესამე ეტაპი იწყება. ₾8.04 მლნ-იანი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.


დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების - ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.


პროექტი ითვალისიწნებს მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქანობიან სახურავებს, აღდგება ყველა ხის აივანი თუ შუშაბანდი, შესაბამისი ხის ელემენტებით. აღნიშნული დეტალების ნაწილი რესტავრირდება, ნაწილი - არსებულის ანალოგიით აღდგება. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება სახლების სარდაფებში ჩასასვლელ კიბეებს, მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები; შეიცვლება გვიანდელი უსახური ეზოს ღობეები, ჭიშკრები; განათდება ქუჩები.


საპროექტო ზონაში მოქცეულია 41 შენობა-ნაგებობა, რომელიც დაყოფილია 97 დამოუკიდებელ ფართად. აქედან 6 ფართს ფლობს სახელმწიფო, ხოლო დანარჩენი 91 - კერძო მფლობელობაშია. სახელმწიფო საკუთრებაშია: ბიბლიოთეკა; ა.ი.პ. "დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“; დუშეთის კომისარიატი; 1 ფართი დაკავებულია კერძო პირის მიერ; 2 ფართი მიტოვებულია. რაც შეეხება 91 კერძო ფართს, მათგან 5 ფართი კომერციულია; 86 ფართი- გამოიყენება საცხოვრებლად;


უმეტესი შენობების ავარიული მდგომარეობის გამო, საჭირო გახდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დროებითი განსახლება.



სატენდერო განაცხადში გათვლილია კომპენსაციების განსახლების შემთხვევაში:


იურიდიული პირების შემთხვევაში თითოეული შენობის რეაბილიტაციას მაქსიმუმ 3 თვე დასჭირდება და განსახლების შემთხვევაში კომპენსაცია თვეში 550 ლარით განისაზღვრება, კომპენსაციის სახით ასევე გაიცემა ავეჯის ტრანსპორტირების ხარჯები 300 ლარით;


ზეგავლენის ქვეშ მოყოლილი დაქირავებული პირი წარმოადგენს ბიბლიოთეკის, უფასო სასადილოს და სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებს. პროექტის განხორციელების ეტაპზე ისინი მიიღებენ მათ კუთვნილ ხელფასს. შესაბამისად, დამატებითი კომპენსაცია აღნიშნულ პირებზე გათვალისწინებული არ არის;


მოწყვლად მოსახლეობაზე სხვა გაანგარიშება ვრცელდება, კერძოდ, პირები დახმარების სახით მიიღებენ 344.8 ლარი X 3 თვეზე, ჯამში 1035 ლარს და ა.შ.


პროექტის დასრულება 2022 წლის ბოლოსკენ იგეგმება.


აღსანიშნავია, რომ დუშეთის განახლების პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, უკვე დაასრულა დუშეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შადრევნის, სანიაღვრეების, კანალიზაციის, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა. სამუშაოები ითვალისწინებდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარე მოპირკეთებასაც და სხვა.


business-partner.ge




თეგები:
დუშეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up