დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

access_time2023-03-18 10:00:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.


დუშეთის კულტურის ცენტრში  მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ და USAID-ის პროგრამის „ძლიერი სოფელი“ ხელმძღვანელმა დინა კარიჩმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  დევიდ ჰოფმანი,  მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და USAID-ის პროგრამის წარმომადგენლები.


მემორანდუმი განსაზღვრავს USAID-ის პროგრამასა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებას.


,,დუშეთიდან დაიწყო პროგრამა, რომელიც მიმართულია  ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებების მხარდაჭერისკენ. ამ მიმართულებით USAID ეხმარება საქართველოს  11 მუნიციპალიტეტს, რათა  შეიქმნას მოსახლეობის ადგილზე დასაქმებისა და მათი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პირობები. ეს არის პროგრამა, რომელიც მხარდაჭერილი იქნება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და რომელიც მიმართულია  ბიზნესის მხარდაჭერისკენ“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.



პარტნიორობის ფარგლებში, USAID-ის პროგრამა „ძლიერი სოფელი“  მხარს დაუჭერს დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში. აღნიშნული პარტნიორობა ინკლუზიური, მდგრადი და კერძო სექტორზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა და დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა  მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

“USAID აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მოსახლეობასთან, ბიზნესთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ეს თანამშრომლობა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით დაიწყო. საქართველოს მოსახლეობას ვეხმარებოდით, როგორც საკვებით, ასევე საწვავით. დროთა განმავლობაში, საქართველოს გაძლიერებასთან ერთად, ჩვენც გადავედით პარტნიორობის ახალ ეტაპზე. დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადახვა მიმართულებით, როგორიც არის სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება და სხვა. ჩვენ ვამაყობთ ქართველ ხალხთან პარტნიორობით და ხელს ვუწყობთ მათ დასახული მიზნების მიღწევაში”,- განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  დევიდ ჰოფმანმა.   

ხელმოწერილი მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმ  საერთო მიზნისთვის, რაც რეგიონის მასშტაბით თემების მდგრად განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. 

 

 

 


თეგები:
USAID



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up