თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს (Duty Free), რომელიც ქვეყნის სასაზღვრო ზოლში არ მდებარეობს, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება.
ამასთან დაკავშირებით საბაჟო და საგადასახადო კოდექსებში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
Duty Free-ის მოწყობა, როგორც წესი, ქვეყნის სასაზღვრო ზოლში ხორციელდება და იქ რეალიზებული საქონელი “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადებისგან თავისუფლდება. ამასთან, 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე კანონმდებლობა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სასაზღვრო ზოლის გარეთ საქმიანობის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. ახალი “საბაჟო კოდექსის“ შესაბამისად კი, რომელიც 2019 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტმა, რომელიც სასაზღვრო ზოლში არ მდებარეობს, საქმიანობა შესაძლებელია განახორციელოს 2022 წლის 1-ელ იანვრამდე.
მთავრობა პარლამენტს აღნიშნული ვადის ერთი წლის გაგრძელებას სთავაზობს.
BPN.GE