ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში- ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის შემთხვევა- ძაღლსა და მსხვილფეხა პირუტყვში, ლაბორატორიულად დადასტურდა.
რაჭა-ლეჩუმის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ვეტერინარებმა შემთხვევების გამოვლენისთანავე აღნიშნულ სოფლებში სავალდებულო ვაქცინაციის და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყეს. მხარის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, აცრები მიმდინარეობს ალპანის თემშიც.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით კი, გამოიცა განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიებზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან დღის გასვლის შემდეგ.
კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.