რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე მისი ყოველკვირეული საკვირაო მიმართვისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. მან კონფლიქტს გაუმართლებელი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და სთხოვა მხარეებს შეწყვიტონ „ეს ამაზრზენი ომი“.
"ძალადობრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამწუხაროდ არ ნელდება. ეს არის უაზრო ხოცვა-ჟლეტა, სადაც ყოველდღიურად მეორდება სისხლის ღვრა და სისასტიკე", - უთხრა პაპმა ფრანცისკე ათიათასობით ადამიანს