ძალაში შევიდა აკრძალვა რუსი ტურისტების შეშვებაზე ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში

ძალაში შევიდა აკრძალვა რუსი ტურისტების შეშვებაზე ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში

access_time2022-09-19 15:20:00

ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში დღეიდან ძალაში შევიდა რუსეთის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა შენგენის ტურისტული ვიზებით.



რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა, არ შემოიღოს ეს აკრძალვა, ფინეთია. ამასთან, ფინეთმა საგრძნობლად შეამცირა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა.



იმის შესახებ, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი საკუთარ საზღვრებს აღარ გადააკვეთინებენ შენგენის ვიზების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს, სექტემბრის დამდეგს გახდა ცნობილი. გამონაკლისები დაიშვება იმათთვის, ვინც ოჯახური და ჰუმანიტარული გარემოებების გამო მგზავრობს. ადრე იგივე ქვეყნები ევროკავშირისგან ითხოვდნენ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულად აკრძალულიყო ვიზების გაცემა უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. ასეთი აკრძალვა არ იქნა შემოღებული, მაგრამ ევროპის კავშირმა რუსეთს შეუჩერა გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ გაძვირდება ვიზები და გაიზრდება მათი გაცემის ვადები.




ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ცხოვრების უფლების მქონეებზე ახალი შეზღუდვები არ მოქმედებს. მაგრამ გასულ კვირაში ლატვიის სეიმმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის ცხოვრების უფლების მინიჭების გამკაცრების შესახებ.



გარდა ამისა, ეს შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის მხოლოდ საგარეო საზღვრებზე. ეს ნიშნავს, რომ შენგენის ზონის სხვა ქვეყნებიდან ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში შესვლა შესაძლებელი იქნება.


radiotavisupleba






თეგები:
ტურისტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up