ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან ნელი ტემპით, თუმცა ოკუპანტები გადიან. მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ადგილობრივებს მტრისგან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ შესაძლოა დაბომბვა გაგრძელდეს.
ზელენსკი ყურადღებას ამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატოვებულ ნაღმებზე, რაც მოულოდნელი და დიდი საფრთხეა.
ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკუპანტებს ძალები გაჰყავთ. გაყვანა ნელია, თუმცა შესამჩნევი. ზოგან მათ ბრძოლებიდან აძევებენ, ზოგან დამოუკიდებლად ტოვებენ პოზიციებს. პირველ რიგში, დაბომბვა შეიძლება გაგრძელდეს. მეორე, მთელ ამ ტერიტორიას ნაღმავენ. ასევე ნაღმავენ სახლებს, აღჭურვილობას, გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებსაც კი. ძალიან ბევრი ნაღმია, ძალიან ბევრი სხვა საფრთხეა. ჩვენ წინ მივდივართ, ფრთხილად მივიწევთ და ყველა, ვინც ამ მხარეში ბრუნდება, ასევე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს! ჯერ კიდევ შეუძლებელია, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება. დაველოდოთ ჩვენი მიწის გაწმენდას, დაელოდეთ, სანამ დარწმუნდებით, რომ ახალი დაბომბვა შეუძლებელია, - განაცხადა ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნის ამ ნაწილში ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან.