„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  მოსახლეობის ცნობიერებას და მათ ჩართულობას ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად“

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცნობიერებას და მათ ჩართულობას ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად“

access_time2022-09-07 11:50:00

7 სექტემბერი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩების“ მონაწილეებისთვის ტრენინგი გაიმართა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.



ტრენინგი ახალგაზრდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ჩაუტარა.



შეხვედრაზე განიხილეს ავტოტრანსპორტის სექტორის, სამრეწველო და სამშენებლო სექტორების გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე და მონაწილეები გაეცნენ ჰაერის ხარისხის დაცვის კუთხით არსებულ რეკომენდაციებს.




„საერთაშორისო დღის აღნიშვნა არის გლობალური ძალისხმევა სუფთა ჰაერის მისაღწევად, რადგან ჰაერის დაბინძურება საერთო გამოწვევაა. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა საწვავის ხარისხი, აღდგა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემა, სამრეწველო სექტორისთვის დაწესდა თანამედროვე ევროპული მოთხოვნები ფილტრაციის სისტემის გამართვისა და ავტომატური უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დასანერგად. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები, რამაც თავისი დადებითი ეფექტი უნდა გამოიღოს. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცნობიერებას და მათ ჩართულობას ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად. თითოეულმა ჩვენგანმა ამ მიმართლებით სათანადო ნაბიჯები უნდა გადავდგათ,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.



სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წელს დააწესა, მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ხელშეწყობასა და სუფთა ჰაერის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. წელს სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღის სლოგანია „ჰაერი, რომელსაც ყველა ვსუნთქავთ”.



ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება არის გამოწვევა, რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემების სიჯანსაღეზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up