„ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის ჩვენთან“ – ჯანდაცვის სამინისტროში იაშვილის კლინიკის ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებთან შეხვედრები დაიწყო

„ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის ჩვენთან“ – ჯანდაცვის სამინისტროში იაშვილის კლინიკის ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებთან შეხვედრები დაიწყო

access_time2023-01-18 16:00:35

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა ონკოლოგიაში არსებულ პრობლემებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და იაშვილის კლინიკის ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებაში არსებული ვითარება ნეგატიურად შეაფასა. მართალია, მინისტრს კონკრეტული კლინიკა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საუბრობს კერძო კლინიკაზე, რომელსაც ბავშვთა ონკოლოგიაში ექსკლუზივი აქვს. ასეთი კი სწორედ იაშვილის კლინიკაა, სადაც, როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება და კლინიკა სრულყოფილ ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში აღადგენს.

 

 

მინისტრმა თქვა, რომ კლინიკაში არის პრობლემები როგორც მკურნალობის, ისე კომუნიკაციის კუთხით. კონკრეტული კლინიკის მაგალითი ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხისას მოიყვანა. შეკითხვა ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის შექმნის თემას ეხებოდა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა.

 

 


„ბავშვებთან დაკავშირებით ძალიან ხშირი იყო შემთხვევები და ძალიან ბევრი პრეტენზიაა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გადაცემა იყო. დღესაც, ხვალაც შეხვედრებია მშობლებთან, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმ მდგომარეობით, რაც ხდება ამასთან დაკავშირებით კლინიკაში როგორც მკურნალობის, ისე კომუნიკაციის ნაწილში. სამწუხაროდ, კომუნიკაციის ნაწილშიც სერიოზული პრობლემებია. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ვფიქრობ სწორი და სამართლიანია და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს დაკავშირებულია ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან, ასევე მოზრდილებისთვისაც. ჩვენ გვქონდა ისტორიული ონკოლოგიური კლინიკა ლისზე, ასევე სხვადასხვა კლინიკაში გვქონდა ეს სერვისი და დღეს, სამწუხაროდ, არსად არ გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით. ერთერთ კერძო კლინიკას აქვს ამის ექსკლუზივი და სამწუხაროდ იქ მიღებული მომსახურებით და ხარისხით ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის ჩვენთან. აქედან გამომდინარეა ამის საჭიროება.



უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა ვარჩევთ კომპანიას, რომელიც გაგვიკეთებს კონცეფციას, თუ რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი. მათ შეფასების დონეზე მოკლე ვიზიტი ჰქონდათ და უკვე ნახეს ქვეყანაში რა შესაძლებლობები გვაქვს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე აღჭურვილობის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იქ დასაქმებული ექიმების და ექთნების ხელმისაწვდომობა და აქ – მომზადება. სამწუხაროდ, ეს სამივე კომპონენტი თითქმის ნულიდან გვაქვს ასაწყობი და გასაკეთებელი, თუმცა ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, შესაძლებელია არსებობდეს კერძო ალტერნატივაც, მაგრამ აუცილებელია, რომ სახელმწიფო ამ ნაწილში აუცილებლად იყოს ჩართული და ის რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარი, რაც ყოველწლიურად კონკრეტულად ბავშვთა ონკოლოიგიაზე იხარჯება ჩვენი ბიუჯეტიდან, პირველ რიგში ქვეყანაში დარჩეს და ეს დარგი განვითარდეს. სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი რეფერალი გვაქვს,“ – განაცხადა მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up