საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. აღმოსავლეთ საქართველოში 21 იანვარს ნისლი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით, ტემპერატურა +5 გრადუსამდე იქნება. 22 იანვარს სინოპტიკოსები კვლავ მცირე თოვლჭყაპს ელოდებიან. ტემპერატურა ღამით -3 დღე, კი +8 გრადუსი იქნება. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 23 იანვარს, ნისლი და ქარი კვლავ შენარჩუნდება, ტემპერატურა კი -5+8 გრადუსის ფარგლებში იქნება.
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა +3 +18 გრადუსის ფარგლებში იქნება, თუმცა მოსალოდნელია ძალიან ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, რომლის სიჩქარეც 21 იანვარს 25-30 მ/წმ-ს მიაღწევს, და 20-25 მ/წმ-ის სიჩქარით იქროლებს 22-და 23 იანვარსაც.
რაც შეეხება დედაქალაქს, meteo.gov.ge-ის თანახმად 21 -22 იანვარს თბილისში თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 +6 გრადუსამდე მოიმატებს. 23 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.