ძალიან გაკვირვებული ვარ აქამდეც როგორ შეინარჩუნა საქართველოში ბიზნესმა თავისებური სიმყარე - ევროპული ბიზნეს ასოციაცია

ძალიან გაკვირვებული ვარ აქამდეც როგორ შეინარჩუნა საქართველოში ბიზნესმა თავისებური სიმყარე - ევროპული ბიზნეს ასოციაცია

access_time2021-02-24 11:00:56

     „თუ ნორმალური გარემო არ გვექნება საქართველოში,  ეს ყველასთვის მტკივნეულ შედეგებს მოიტანს. თუ მთავრობასა და ოპოზიციას არ სურს შეაჩეროს ამ კრიზისის გაღრმავება, ბიზნესი აღდგენას საერთოდ ვერ შეძლებს,“- „ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ „კომერსანტთან“ საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საინვესტიციო გარემოზე შესაძლო გავლენებზე და განმარტავს, რომ კოვიდრეგულაციების შედეგაც ისედაც დაზარალებულმა ბიზნესმა შესაძლოა აღდგენა საერთოდ ვერ შეძლოს.



  „ევროპის ბიზნეს ასოციაციის ყველა წევრი ახლა ძალიან შეშფოთებულია. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის მთავარი ფაქტორი პოლიტიკური სტაბილურობაა. მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით კი ეს სულაც არ გვაქვს სახეზე. ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ეს პოლიტიკური არასტაბილურობა გრძელდება და ძალიან მტკივნეულია ბიზნესებისთვის. ბიზნესი უკვე ისედაც დაზარალდა კოვიდსიტუაციისა და შეზღუდვების გამო, მე ძალიან გაკვირვებული ვარ როგორ შეინარჩუნა საქართველოში ბიზნესმა თავისებური სიმყარე. ახლა მთელი ბიზნესგარემო დიდი დარტყმის ქვეშაა და იმედი მაქვს, რომ აქედან კიდევ უფრო დაზარალებული არ გამოვა. ჯერ კიდევ იმედებს ვინარჩუნებ. ჩვენ მხოლოდ ბიზნესის კეთება გვინდა, დარწმუნებული ვარ მოსახლეობის 90 პროცენტსაც არ უნდა პოლიტიკის კეთება. ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ.  იმედი მაქვს სტაბილურობის გზას ბიზნესი მაინც იპოვის საქართველოში და შენარჩუნდება უკვე არსებული ინვესტიციები. ახლა გვჭირდება რომ ეს კრიზისი დასრულდეს, რადგან ბიზნეს ასოციაცია ვერ შეძლებს თავისი საქმის კეთებას, ეს გვაზიანებს ჩვენ და ვალუტას. სასამართლო სისტემის პრობლემა, ბიუროკრატია - წლებია ისედაც დიდი პრობლემაა. კოვიდამდეც რთული იყო არსებობა, ახლა უბრალოდ დროს ვკარგავთ. ევროპის ქვეყნები აღდგენას ცდილობენ, საქართველოში ამას ვერ ვხედავ,“ - განმარტავს ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი.


ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა, მისი თქმით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფორმასთან დაკავშირებით გუნდში კონსესუსს ვერ მიაღწია. მთელი ამ დროის განმავლობაში, დაკავებამდე მელია სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up