„ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ „მოდაშია“ და შემდგომ ქუჩაში აგდებენ“ - მაია ბითაძე

„ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ „მოდაშია“ და შემდგომ ქუჩაში აგდებენ“ - მაია ბითაძე

access_time2023-04-05 16:00:17

„კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება იდენტიფიცირებადი იქნება და მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

 

გარდა ამისა, მაია ბითაძის თქმით, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.

 

„დღესდღეობით, კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, არ არსებობს. თავშესაფრები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტშია. ზოგადად, პრობლემაა ძაღლების ყოლა- გამრავლებასთან კავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კასტრაცია-სტერილიზაციის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია თითქმის 70%-ით, ასევე, საოპერაციოებისა და ვეტერინარების რაოდენობა, დინამიკაში ასევე გაზრდილია იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებიც გაგდებულნი არიან ქუჩაში და შემდგომ უკონტროლო გამრავლებას ექვემდებარებიან. დინამიკაში ვერ ეწევა სტერილიზაცია კასტრაცია ძაღლების ყოლისა და ქუჩაში გაგდების პროცენტულ მაჩვენებელს.

 

სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო პროექტი უკვე მომზადებულია კომიტეტში. ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მერიაში მუშაობისას დავიწყეთ (როდესაც მერის მოადგილე გახლდით). შარშან მერმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტი უკვე გადაეცემოდა საქართველოს პარლამენტს. ეს კანონპროექტი არ იქნება მხოლოდ დედაქალისათვის. დაფარავს მთელს საქართველოს, კანონპროექტი პრაქტიკულად მზად არის. ჩვენ დაგვრჩა 4 მიკრო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, რასაც აპრილში განვახორციელებთ. გვქონდა აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ პირთან, დაახლოებით, 90-მდე შეხვედრა შედგა.


 

ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დონორებთან, რომ დათვლილი იქნას ფინანსური მაჩვენებლები, თუ რა თანხები უნდა გაიღოს თითოეულმა მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ თავშესაფრები, საოპერაციოები შეიქმნას. ასევე, აღჭურვილი იყოს ყველა მუნიციპალიტეტი შესაბამისი საშუალებებით.

 

და, მეორე კუთხით, ფართო საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი იქნება, მკაცრად გაკონტროლდეს ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები. სხვანაირად, სახელმწიფოს მხრიდან რაც არ უნდა საოპერაციოები შეიქმნას და კასტრაცია-სტერილიზაცია ჩატარდეს ყოველდღიურად, თუ არ გაკონტროლდნენ ადამიანები, ვინც ყიდულობს ან ამრავლებს ძაღლებს, პრაქტიკულად, პრობლემა ვერ გადაიჭრება.

 

ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ ცხოველთა რაოდენობის კონტროლი განხორციელდეს. ამ კონტროლის განხორციელების ერთადერთი საშუალება არსებობს, ეს არის ძაღლების მიკვლევადობა. ამ კანონის შექმნის პარალელურად, ჩვენ ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული პორტალი.

 

კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს, ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე. იდენტიფიცირებადი იქნება ყველა ძაღლი, რომელიც მოხვდება ქუჩაში და შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული.

 

ამასთან, სანქციების გაზრდა იგეგმება ძაღლების სეირნობის წესების დარღვევისთვის და ასევე ,ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ მოდაშია და შემდგომ ამ ძაღლს ქუჩაში აგდებენ და ტრაგიკულ მდგომარეობაში ამყოფებენ ცხოველსაც და პრობლემას უქმნიან მოსახლეობასაც“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up