„ძალიან მალე შესაძლოა საკუთარი რძე საერთოდ აღარ გვქონდეს“ - ყველის მწარმოებელთა ასოციაცია

„ძალიან მალე შესაძლოა საკუთარი რძე საერთოდ აღარ გვქონდეს“ - ყველის მწარმოებელთა ასოციაცია

access_time2022-11-21 12:00:47

რძის ნაწარმის ფასები უკვე რამდენიმე თვეა ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, შესაბამისად გაძვირებულია ყველიც და სხვა რძის ნაწარმიც.


ანა მიქაძე ამბობს, რომ რძის დეფიციტი თვეების წინ დაიწყო და ძალიან მალე შესაძლოა საკუთარი რძე საერთოდ აღარ გვქონდეს, თუ სახელმწიფო მაღალპროდუქტიული საქონლის ჩამოყვანის პროგრამას არ განახორციელებს.


„პანდემიის დროს დაიწყო რძის დეფიციტი და ყოველდღიურად ვითარება რთულდება. პანდემიის დროს მესაქონლეობაში ფერმერებს გაუძვირდათ საკვები, რადგან ქერზე და ხორბალზე ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ამ პრობლემების გამო, გამოსავალი საქონლის სახორცედ გაყიდვაში ნახეს. დღეს არის რამდენიმე ორგანიზებული ფერმა, მაგრამ ეს ამინდს არ ქმნის და ზღვაში წვეთია. ამ ყველაფერმა მაშინვე გააჩინა რძის დეფიციტი, შესაბამისად ადგილობრივი ბაზარი შეივსო რძის ფხვნილით და იმპორტირებული სხვადასხვა გაუგებარი რძით. დღეს ვართ ასეთ მძიმე მდგომარეობაში და არც მომავალი ჩანს საიმედო, ვფიქრობ რომ ფასები რძეზე და რძის პროდუქტებზე კიდევ გაიზრდება. ძალიან მალე შესაძლოა საკუთარი რძე საერთოდ აღარ გვქონდეს, წლების მანძილზე ის ისედაც ცოტა იყო და ჩვენი ბაზრის მხოლოდ 30%-ს ვაკმაყოფილებდით, ახლა კი ეს მაჩვენებელი ალბათ განახევრდა, შეიძლება კიდევ უფრო შემცირდა კიდეც. 



გამოსავალი არის ერთადერთი და ეს არის რომ როგორმე მესაქონლეობის პროგრამის ამუშავდეს, როგორც ეს გააკეთა არაერთმა ქვეყანამ. სახელმწიფომ და ყველა ამ სფეროს მცოდნემ იცის რომ ეს არის გასაკეთებელი, ამაზე წლებია ვსაუბრობ, მაგრამ მე ჯერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არ მინახავს. ეს არის სახელმწიფოს მიერ მაღალპროდუქტიული საქონლის ჩამოყვანა და მისი დარიგება, ისე რომ 50% გადაიხადოს მეურნემ დანარჩენი 50% სახელმწიფომ, ასე გაკეთდა არაერთ ქვეყანაში, სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ არასდროს არ გვყავდა მაღალპროდუქტიული საქონელი და ეს ახლა საჭიროა, რადგან სხვა შემთხვევაში მთლიანად გადავალთ იმპორტზე“, განმარტავს ანა მიქაძე.


საქსტატის 2022 წლის III კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 165 მლნ ლიტრი რძე იყო წარმოებული. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წარმოება 6.3%-თაა შემცირებული. რაც შეეხება ფასებს, რძის პროდუქტების ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up