შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია - ლევან დავითაშვილი

შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია - ლევან დავითაშვილი

access_time2023-04-06 15:00:01

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ  უკვე ჩატარებული გვაქვს წინასწარი ტექნიკური კვლევები  და ისინი გვაძლევენ საფუძველს, რომ პროექტი  წარმატებით განხორციელდეს, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილმა თბილისში დღეს განახლებადი ენერგიების სფეროში ოთხი ქვეყნის - საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამართული მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გახსნა.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკუ.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ   ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი,  მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

 

„ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა, ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა განვიხილეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ შარშან დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები იტალიურ  საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად, გვაქვს შესწავლის პირველი შედეგები, რომლებიც გავუზიარეთ კოლეგებს და ვიმსჯელეთ პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია იმისთვის, რომ პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 


ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ხაზს გაუსვეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას, ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფარგლებში. შესაბამისად, კომიტეტის მუშაობის პროცესში  აქცენტი გაკეთდა როგორც პროექტის მიმდინარე სტატუსზე, ისე პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანშეწონილობა ფაქტობრივად დადასტურებულია, თუმცა დამატებითი კვლევები მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს და წლის ბოლოსთვის უკვე იქნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიიდან განახლებადი ენერგიების მიწოდების საშუალებებს გააჩენს ევროკავშირში.

 

2022 წლის 17 დეკემბერს,  აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას  მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ  ვაჭრობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up