უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში შობის დღესასწაული მიულოცა მათ, ვინც ამ დღეს 7 იანვარს აღნიშნავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ლავრაში გაისმა და კვლავაც გაჟღერდება გულწრფელი ლოცვა უკრაინისთვის და რომ ეს ლავრა არასოდეს გახდება სხვისი. უკრაინის დამოუკიდებლობა ყველა ასპექტში უნდა იყოს ძლიერი და ასეც იქნება. თქვენ და ჩვენ გავაკეთებთ ამას, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ განწყობის შენარჩუნება, რაც იგრძნობოდა შობის ღამეს: „უკრაინის გაძლიერებით და ისტორიული სამართლიანობის მიღწევით გამოწვეული სიხარულის გრძნობა“.
7 იანვარს ასობით მორწმუნე დაესწრო ღვთისმსახურებას კიევ-პეჩორის ლავრის მონასტერში, მიტროპოლიტმა ეპიფანემ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, რომელიც საშობაო წირვას უძღვებოდა, ღვთისმსახურებისას თქვა, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია "ზნეობრივ გამარჯვებას" ამ ომში.
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვთან ურთიერთობა გაწყვიტა მაისში, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.