ძალიან სამწუხარო შედეგები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შეიძლება ისევ განმეორდეს -  უჩა ზაქაშვილი

ძალიან სამწუხარო შედეგები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შეიძლება ისევ განმეორდეს - უჩა ზაქაშვილი

access_time2022-10-21 22:30:37

„ძალიან სამწუხარო შედეგები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შეიძლება ისევ განმეორდეს, რადგან არავინ ტესტავს სისტემების გამართულობას,“ - აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემაში "საქმე" სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სამშენებლო, სახანძრო უსაფრთხოება, თუ პარკების რეაბილიტაციის საკითხი, სამწუხარო ტრაგიკული შემთხვევები ხშირია და ამის ერთ-ერთ მიზეზი არის ის, რომ ექსპლუატაციაში მიღება სწორად არ ესმით ქვეყანაში.


„ექსპლუატაციაში მიღება, ობიექტის ჩაბარება არ უდრის ფუნქციონირებად გამართული ობიექტის არსებობის დადასტურებას. ეს უდრის ფორმალურად იმ დოკუმენტების დადასტურებას, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოები. გამოყენება/ფუნქციონირება შინაარსობრივად, არის აბსოლუტურად სხვა რაღაც.



მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოება ვახსენეთ, ამ მიმართულებით მივიღეთ ძალიან ვრცელი, რთული კანონმდებლობა, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა ჩატარდეს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.


დაინტერესდით, როგორ ხდება ამ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება - უბრალოდ ქაღალდებზე. ვნახულობთ - რა სახანძრო უსაფრთხოების სისტემები უნდა ეყენოს და ვადარებთ ვიზუალურად აყენია თუ არა. სისტემა იმუშავებს თუ არა, ამას არავინ ამოწმებს. ანუ ისევ თავის მოტყუების რეჟიმში ვართ და ძალიან სამწუხარო შედეგები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შეიძლება ისევ განმეორდეს, რადგან არავინ ტესტავს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობას, იტესტება მოწყობილობა სპეციფიკაციას შეესაბამება თუ არა.


საერთოდ სხვა წარმოდგენა გვაქვს ფუნქციონირებასთან და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. ექსპლუატაციაში მიღებას არ ნიშნავს კაბელის სპეციფიკაციის დადასტურებას, ეს არის ტესტირება, იმუშავებს თუ არა სისტემა,“- განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.


წყარო: https://www.bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up