„ძალიან შეზღუდული არეალით და შეზღუდული არჩევანით ვაგრძელებთ საქმიანობას“ - მიტანის სერვისს მანქანით გადადგილება აეკრძალა

„ძალიან შეზღუდული არეალით და შეზღუდული არჩევანით ვაგრძელებთ საქმიანობას“ - მიტანის სერვისს მანქანით გადადგილება აეკრძალა

access_time2020-04-22 14:45:10

 „ვცდილობთ, რომ სწრაფ რეჟიმში დავიმატოთ პარტნიორი კურიერები, მაგრამ დიდ მასშტაბებზეა საუბარი და ამ ყველაფერს დრო დასჭირდება. არსებული რაოდენობის სრულად შევსების საშუალება სავარაუდოდ არც გვექნება.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ვოლტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.


საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, 17 აპრილს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალა, შეზღუდვა 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გახანგრძლივდა და ამჯერად ის მიტანის სერვისსაც შეეხო, საკურიერო მომსახურების კომპანიებს შეუმცირდათ მომსახურების არეალი და მასშტაბები, რადგან მათი თქმით სკუტერით ყველა სახის მომსახურება და შორ მანძილზე პროდუქტების მიტანა ვერ ხორციელდება.


„ძალიან შეზღუდული არეალით და შეზღუდული არჩევანით ვაგრძელებთ საქმიანობას. სუპერმარკეტებიდან მიტანის ნაწილში ძალიან დიდი სირთულეები გვაქვს  მოცულობითი შეკვეთების გადატანისას. დაახლოებით 50 პროცენტით შეგვიმცირდა ხელმისაწვდომი, პარტნიორი კურიერების რაოდენობა. ვიმედოვნებთ, რომ მალე მოიხსნება ეს შეზღუდვა. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ იმაზე, რომ დავიმატოთ უფრო მეტი კურიერი, რომლებიც მოტოთი შეძლებენ გადაადგილებას.უმეტესი შეზღუდვა არის მიტანის  არეალზე, რადგან სკუტერებით ვერ მიგვაქვს შორ მანძილზე, ასევე სუპერმარკეტებიდან სურსათის მიწოდება გვიჭირს მისი მოცულობის გამო,  სკუტერს უჭირს მისი ტრანსპორტირება. ჩვენი მომხმარებელი საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო დ ყველა ვინც გასვლას ვერ ახერხებს, მსგავს მომსახურებას იყენებს. ჩვენთვის მთავარია, რომ იმ მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, ვის ქუჩაზეც არ არის მარკეტი, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ მოამზადოს, მზა საკვები მივუტანოთ.“ - აცხადებს კომპანია „ვოლტის“ გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი.


მიტანის სერვისის კიდევ ერთი კომპანია „გლოვო“ აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ მანქანიან კურიერებზე შეზღუდვამ შეამცირა კურიერების რაოდენობა, ხოლო ქუთაისში სრულიად შეჩერდა კომპანიის მომსახურება.


„ახალი სამთავრობო რეგულაციების თანახმად, დღეიდან, 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გადაადგილების შეზღუდვა ვრცელდება ჩვენს პარტნიორ მანქანიან კურიერებზეც. რაც ნიშნავს, რომ



- პარტნიორი კურიერების დაახლოებით 30% სამწუხაროდ ვერ აგრძელებს მუშაობას;


- შესაძლოა მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს;


- ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ;


- თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ.


 ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის.


ჩვენ და ჩვენი სუპერგმირი პარტნიორი კურიერები მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას და თქვენს გვერდით ვდგავართ.მადლობას გიხდით მოთმინებისთვის“ - წერია „გლოვოს“ ვებგვერდზე.


როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია გახანგრძლივდება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა 27 აპრილის შემდეგაც, თუმცა, ამ ეტაპზე ავტომობილებით მომსახურება ე.წ. „დელივერის“ სერვისს კიდევ 5 დღე ეკრძალება.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up