ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და კადრების დეფიციტი - მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებზე ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და კადრების დეფიციტი - მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებზე ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა

access_time2023-02-22 18:30:12

„მიმდინარე წელს დადებითი მოლოდინებია, თუმცა მთავარ  გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში ფულის დეფიციტი იგრძნობა“ -  ამის  შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ ისაუბრა.

 

„მცირე ბიზნესზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი და სახელმწიფოს მხრიდან სტარტაპები უფრო ინტენსიურად უნდა  ფინანსდებოდეს, დღეს სტარტაპები სახელმწიფო პროგრამებში კი ფინანსდება, მაგრამ ეს  დაფინანსება გაიცემა უზრუნველყოფით. სტარტაპების დაფინანსება უნდა მოხდეს უზრუნველყოფის და შემოსავლების გარეშე.  ასეთ ბიზნესებს ნაკლები გამოსავლიანობა ექნება, მეტ  რისკს აიღებს, მაგრამ ვინც გადარჩება მეტი შესაძლებლობა ექნება იმისა, რომ მეტი კადრი დაასაქმოს“, - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.

 

რაც შეეხება კადრების დეფიციტს მიხელი ჭელიძე აღნიშნავს, რომ ეს არის  განათლებასა და ბიზნესის მოთხოვნა/მიწოდებას შორის დისბალანსი. ბაზარზე ხდება უმაღლესდამთავრებული კადრების მიწოდება, თუმცა ამაზე  ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა არ არის.

 

„დღეს პროფესიული სასწავლები პრესტიჟული ხდება, სახელმწიფო დაფინანსებით უფრო მეტი ადამიანი აბარებს პროფესიულ სასწავლებელში, თუმცა აქაც სამუშაოა იმ კუთხით, რომ უფრო მეტი პროფესიული კადრი დავასაქმოთ. მეორე პრობლემა ქვეყნიდან გადინების თემაა, ადამიანები ცდილობენ, რომ უფრო მაღალ შემოსავალზე ქვეყნის გარეთ დასაქმდნენ, ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ, ახლა უფრო მეტი ადამიანი უფრო ინტენსიურად გაედინება, რასაც ტექნოლოგიების განვითარებამ და ვიზალიბერალიზაციამაც შეუწყო ხელი, რადგან ქვეყნის დატოვება უფრო მარტივი გახდა, თუმცა  ჩვენი ქვეყანა  უფრო მიმზიდველი გახდა ჩვენზე  უფრო განუვითარებელი ქვეყნებისთვის, ამიტომ კადრების გადინება კი არის, მაგრამ არის  შემოდინებაც.

 

ჩარევაა საჭირო, რომ პროფესიული სასწავლებლები უფრო პრესტიჟული გახდეს და უფრო მეტმა ახალგაზრდამ მოინდომოს პროფესიული განათლების მიღება. ახალგაზრდა როდესაც სკოლას ამთავრებს ჯერ უმაღლესში კი არ უნდა მიდიოდეს, უნდა მიდიოდეს პროფესიულ სასწავლებელში, დაიწყოს მუშაობა და შემდეგ თუ მოუნდება, სწავლა უმაღლესში გააგრძელოს. ჩვენთან სკოლის მერე პირდაპირ უმაღლესში მიდიან და შემდეგ ბიზნესის მხრიდან ამ კადრებზე მოთხოვნა აღარ არის და უწევთ ქვეყნის დატოვება,“- აღნიშნა მიხეილ  ჭელიძემ.


 

 

რაც შეეხება ანაზღაურებას,  ჭელიძე აღნიშნავს, რომ ანაზღაურება  საქართველოში დაბალია და იგივე  საქმეში რასაც აქ აკეთებს  დასაქმებული, სხვა  ქვეყანაში უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებს. მისივე  თქმით დღეს  ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ადამიანები საქართველოდან უცხო  ქვეყნის კომპანიებში  მუშაობენ და იქიდან იღებენ ანაზღაურებას. ჭელიძე ასევე  ფიქრობს, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის  დაწესებას  ეფექტი არ ექნება, რადგან  დღევანდელი ხელფასები მინიმალურ  ხელფასზე  გაცილებით მაღალია.

 


„ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე ჩაერთოს ამა თუ იმ პროფესიაში და  მინიმალური  ხელფასი დააწესოს, ამას ბაზარი ისედაც დაარეგულირებს, უბრალოდ დეფიციტი სადაც არის და სადაც ვერ ხდება ამ დეფიციტის შევსება, იქ უნდა მოხდეს  ძალისხმევის დახარჯვა , იმისთვის, რომ ეს დეფიციტი შეივსო.“ -  აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.

  

 

თაკო კვაჭანტირაძე









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up