ძლიერი დოლარის პერიოდი სრულდება, მომდევნო წლებში უფრო ძლიერი ევრო იქნება - „თიბისი კაპიტალი“

ძლიერი დოლარის პერიოდი სრულდება, მომდევნო წლებში უფრო ძლიერი ევრო იქნება - „თიბისი კაპიტალი“

access_time2022-12-12 12:30:50

ძლიერი დოლარის პერიოდი ეტაპობრივად სრულდება, მომდევნო წლებში საბაზისო სცენარით უფრო ძლიერი ევრო იქნება  ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში მთავარი ეკონომისტისგან“ არის აღნიშნული. 


„გასულ კვირაში ლარმა გამყარება განაგრძო, რაც ჩვენი მოლოდინების შესაბამისია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ლარი დოლართან გამყარდა და ამავდროულად, ევროსთან გაუფასურდა. ასევე, დაახლოებით იმავე დონეზეა ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით. მაშინ, როდესაც ყველაზე დაკვირვებადი დოლარი/ლარის წყვილია, ანალიტიკური თვალსაზრისით სწორედ საშუალო კურსი და დოლართან შედარებით ევროს მიმართ დინამიკა უფრო ინფორმატიულია. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მის გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით ახლოა ან შესაძლოა მცირედით უფრო გამყარებულია, რაც ლარის დამატებით გაძლიერებას უფრო ნაკლებალბათურს ხდის. ამასთან, სხვა ვალუტების გაცვლით კურსებთან ერთად, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება ევრო/დოლარის ნიშნული.


ლარის პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სუსტი დოლარის პერიოდი დასრულდა. სადღეისოდ კი, ბაზრის კონსენსუსია, რომ უკვე ძლიერი დოლარის პერიოდი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა ეს შეფასება უფრო საშუალოვადიან ინდიკატორებს ეყრდნობა და ამდენად, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლებში საბაზო სცენარი უფრო ძლიერი ევროა, რაც განსაკუთრებით საქართველოში სამიზნესთან ახლო ინფლაციის პირობებში, ლარის დოლართან სადღეისოსთან შედარებით დამატებით გამყარების მოლოდინებს საკმაოდ რეალისტურს ხდის. ახლო პერსპექტივაში კი, ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია.



გამყარების მიზეზებიდან, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტს მე-3 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლი დამატებით ამყარებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში სებ-მა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ნოემბრისა და დეკემბრის სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა, რომ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი ინტერვენციები კვლავ გრძელდება.


სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები შესაძლოა გარკვეულწილად დანორმალიზდეს, თუმცა ეს ფაქტორი მაინც ლარის მხარდამჭერი ან სულ მცირე ნეიტრალური იქნება. უფრო დეტალურ განხილვას, მკითხველს ჩვენს შემდგომ პუბლიკაციებში შევთავაზებთ, სადაც მიგრანტების შესაძლო გასვლის სცენარიც იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ არსებული შეფასებით, ასეთ უფრო დაბალ ალბათურ განვითარებაშიც, საკმაოდ ბევრი დამაბალანსებელი ფაქტორი იკვეთება“,  ნათქვამია მიმოხილვაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up