ძლიერი ეკონომიკური აქტივობა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტია - „თიბისი კაპიტალი“

ძლიერი ეკონომიკური აქტივობა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტია - „თიბისი კაპიტალი“

access_time2022-10-24 13:00:38

ძლიერი ეკონომიკური აქტივობა ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტია, — ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ ყოველკვიეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.


თიბისი კაპიტალის მომავალ წელს ზრდის დანორმალიზების მოლოდინი კვლავ ძალაშია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მართალია მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპით, თუმცა ინფლაციის შემცირებაც საბაზო სცენარია.


„დამატებით, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების არგუმენტი, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ლარზე გამყარების ზეწოლაა, ისევე როგორც საკმაოდ ზომიერი, ან ბოლო პერიოდში უფრო სუსტიც კი, საკრედიტო აქტივობა, განსაკუთებით რეალურ გამოხატულებაში. ამდენად, ჩვენი აზრით, კითხვა კვლავ იმაში მგომარეობს თუ როდის დაიწყებს სებ-ი ლარის ფასის დაწევას.




სექტემბერში, გარდა სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა, ფასების სხვადასხვა ინდექსი კვლავ დანორმალიზების დინამიკას აჩვენებდა. მათ შორის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, რომელიც ხშირად სამომხმარებლო კალათის ინფლაციის წინმსწრები ინდიკატორია. უფრო მეტიც, ამასწინათ დაფიქსირებული ანგარიშგასაწევი აღდგენის შემდეგ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმართულება კვლავ დაღმავალისაკენ შეიცვალა. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ეფექტისა და ინფლაციის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც თიბისი კაპიტალის 2 კვირის წინადელ განახლებაშია განხილული, 2022 წლისათვის ჩვენი ბოლო, 9.4%-იანი პროგნოზი, როგორც ჩანს კვლავ ძალაშია.


წინა კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც დიდწილად მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი დამატებით გაუმჯობესდა. იმპორტის შედარებით ზომიერი ზრდა უფრო საინვესტიციო იმპორტის კატეგორიის ხარჯზე იყო, თუმცა წინა პერიოდში ძალზედ მაღალი აღდგენის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბერში რეალური ექსპორტიც გაიზარდა, რაც იმპორტის გარდა შიდა მოთხოვნის სხვა ინდიკატორებთან ერთად, სექტემბრის ზრდის 10 ან მეტი პროცენტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა“,  აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში მთავარი ეკონომისტისგან.


შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის მორიგი სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up