ძლიერი გვალვა ზეითუნის ზეთის მსოფლიო მარაგს საფრთხეს უქმნის

ძლიერი გვალვა ზეითუნის ზეთის მსოფლიო მარაგს საფრთხეს უქმნის

access_time2022-09-10 22:00:36

მანუელ ჰერედია ჰალკონის ბებია-ბაბუამ ზეთისხილის პლანტაციები ესპანეთში, ქალაქ ანდალუსიაში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ 1200  ჰექტარზე გააშენეს. ზეთისხილის ხეები, ყველაზე მშრალ ნიადაგზე გაზრდის უნარით გამოირჩევიან, თუმცა ესპანეთში წლევანდელმა გვალვამ და ნალექის ნაკლებობამ თავისი გავლენა მოახდინა.

 

”ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, ზეთისხილის ხეს ვერ ჩაანაცვლებ სხვა ხეებით ან პროდუქტით“, - უთხრა cnn business- ს ჰალკონმა.

 

მიმდინარე წლის ზაფხულის გაუსაძლისი გვალვების გამო ჰალკონის ფერმამ ზეითუნის ზეთის 40% - ით ნაკლები მოსავალი მიიღო. საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 40 გრადუს  ცელსიუსამდეც კი მიაღწია. გვალვის ევროპული ობსერვატორიის მონაცემების თანახმად, აგვისტოს დასაწყისში ძლიერმა სიცხემ და ნალექის ნაკლებობამ ევროკავშირის მიწის თითქმის ორი მესამედი დააზარალა.



ზაფხულის უკიდურესმა სიცხემ ევროპის დიდ ნაწილზე გვალვა გამოიწვია



გვალვამ ზეითუნის ზეთის მწარმოებლები მძიმედ დააზარალა, მარცვლეულისა და თესლების ფასების ანალიტიკოსი  კაილ ჰოლანდი ესპანეთში ზეითუნის ზეთის მოსავლის  „დრამატულ 33% - დან 38%- მდე შემცირებას“ ელოდება. ზეითუნის  ზეთის გლობალურად ყველაზე დიდი მწარმოებელი  ესპანეთია, რომლის მოსავალმაც  გასულ წელს მსოფლიო მოსავლის 2/5 ზე მეტი შეადგინა. ზეითუნის საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, საბერძნეთი, იტალია და პორტუგალია, ზეითუნის  ზეთის ასევე  დიდი მწარმოებლები არიან.

 

რაც შეეხება ზეითუნის ზეთის  საცალო ფასს, ივლისის მონაცემებით ევროკავშირის  ქვეყნებში უკვე 14% - ით არის  გაძვირებული, თუმცა ანალიტიკოსები Cnn Business- თან ინტერვიუში  აღნიშნავენ, რომ მისი ფასი უახლოესი თვეების განმავლობაში კვლავ გაიზრდება.

 

„წელს ძალიან ძლიერი გვალვა იყო, ნიადაგი უბრალოდ ძალიან მშრალია, ზოგი ხელ ძალიან ცოტა ნაყოფს იძლევა, ზოგი საერთოდ არა, ეს მხოლოდ მაშინ  ხდება, როდესაც ნიადაგის ტენიანობა კრიტიკულად დაბალია. ეს  გაფრთხილებაა იმ ინდუსტრიისთვის, რომელიც დამოკიდებულია ზეთისხილის ხეების  პროგნოზირებად ციკლზე, ფერმერები 24 თვის განმავლობაში რყევებს მიჩვეული არიან, თუმცა კლიმატის ცვლილება მრავალსაუკუნოვან რიტმს  უკვე არღვევს “,  - აღნიშნა ჰოლანდმა  cnn business- თან ინტერვიუში.

 



ნაყოფის მიღება შეუძლებელია



ზეითუნის ზეთის წარმოება ძალიან არის  დამოკიდებული დროზე, ხეებზე კვირტები მარტში გამოდის, ხოლო ყვავილები მაისში იშლება, თვითონ  ნაყოფი  ზრდას ზაფხულში იწყებს და  მოსავალს  შემოდგომაზე - ოქტომბერში იღებენ, ანდალუსია, ესპანეთის ყველაზე სამხრეთ რეგიონია, ის მსოფლიოს  ზეითუნის  ზეთის გლობალური წარმოების დაახლოებით მესამედს აწვდის, თვითონ ხილისთვის 40 გრადუსი ტემპერატურა მისაღებია, თუმცა არა მაშინ, როდესაც ისინი ყვავილობას იწყებენ.

 

„ყვავილობის მომენტში  ჩვენ დაახლოებით 15% - იდან 20%-მდე დავკარგეთ“ - აღნიშნა  ჰალკონმა და დასძინა, რომ წელს ფერმერები ზეითუნის ზეთს აზიასა და ამერიკაში 4 ევროდ გაყიდიან, რაც გასულ წელთან  შედარებით 30% იანი ზრდაა.

 

ხუან ჯიმენესი, Green Gold Olive Oil Company-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ზეითუნის  ზეთის საოჯახო  ბიზნესი  აქვს  ანალოგიური  პრობლემის  წინაში  დგას, მისი  თქმით პრობლემა  არ  მდგომარეობს მაღალ  ტემპერატურაში, საკითხავია  ის თუ როდის  არის  ეს მაღალი ტემპერატურა, მისივე  თქმით, როდესაც  ხის  ყვავილობას  გვალვა უსწრებს  ნაყოფის მიღება  შეუძლებელი ხდება.

 

„ეს იქნება ყველაზე ცუდი მოსავალი ბოლო 10 წლის განმავლობაში, - თქვა ხიმენესმა.



ფასის  შოკი


ჯერჯერობით  რთულია იმაზე საუბარი თუ რამდენად ცუდი იქნება 2022 წლის მოსავალი, გასულ  თვეში USDA- მ გლობალური წარმოების 14% - იანი ვარდნა იწინასწარმეტყველა,  ხოლო mintec- ის პროგნოზით ეს შესაძლოა  30% - მდეც გაიზარდოს.

 

ესპანური ზეითუნის  ზეთის საწარმოო  ფასებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში  აგვისტოში  პიკს მიაღწიეს, ხოლო  ბოლო  ორი წლის  განმავლობაში  ფასი თითქმის 80% - ით , 2,19 ევროდან 3,93 ევრომდე გაიზარდა.



რაც შეეხება საცალო ვაჭრობას,  ჯერჯერობით მომწოდებლებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის ხანგრძლივმა კონტრაქტებმა საცალო მოვაჭრეები ფასების კატასტროფული ზრდისგან დაიცვა, თუმცა მყიდველები უნდა  ელოდონ მომდევნო ოთხი თვის მანძილზე ფასების ზრდას.

 

გაერთიანებული სამეფოს საბითუმო მოვაჭრემ და  Artisan Olive Oil Company-ის დირექტორმა იასინ ამორმა  CNN Business-ს უთხრა, რომ იგი მოელის, რომ მისი ზეითუნის ზეთის ნახევარლიტრიან ბოთლზე ფასი 20% - ით გაიზრდება.



ზეითუნის ზეთზე ფასი მსოფლიოს მასშტაბით  იზრდება


ზეითუნის ზეთის მწარმოებლების წარსულშიც უამრავ ქარიშხალს განიცდიდნენ, თუმცა წელს ძლიერ გვალვას, მიწოდების  ჯაჭვის შეფერხება, უკრაინაში  ომი და ენერგიაზე მზარდი ხარჯებიც დაემატა და ამ ყველაფერმა ფასების  უპრეცედენტოდ  ზრდა გამოიწვია.

 

ჰალკონმა თქვა, რომ ელექტროენერგიის ღირებულება, რომელიც საჭიროა პლანტაციებში  წყლის ამოტუმბვისთვის გაორმაგდა, მიწოდების ჯაჭვის შეფერხების და  უკრაინის ომის გამო კი მისი მინის  ბოთლი 40% -ით გაძვირდა.

 

ჰალკონი ფიქრობს, რომ ზოგიერთი ხარჯი, როგორიცაა  ტრანსპორტირება და სხვა, ნაკლებად სავარაუდოა რომ ძველ მაჩვენებელს  დაუბრუნდეს, მისივე თქმით ყველაფერი რაც წარმოებას სჭირდება, იქნება ეს ბოთლი, თავსახური, ეტიკეტი, ენერგომატარებლები თუ ნავთობი ყველაფერი გაძვირებულია, თუმცა მისივე  თქმით  კრიზისი  ზრდის  შესაძლებლობას და  გამომდინარე იქიდან რომ  ამ  ყველაფერმა მზესუმზირას და სხვა ზეთის  ფასები გაზარდა, ზეითუნის  ზეთი  უფრო  კონკურენტუნარიანი გახდა.



თაკო კვაჭანტირაძე










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up