ძლიერი ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აფრენა-დაფრენები შეფერხებულია. როგორც „კომერსანტს“ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში დაუდასტურეს, გადაიდო Pegasus Airlines-ის, Turkish Airlines-ის, LOT-ის, Georgian Airways -ის და Belavia-ს რეისები. აღნიშნული რეისების ნაწილი სხვადასხვა აეროპორტებში გადამისამართდა. მაგალითად, Belavia-ს რეისი ქუთაისისა საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, ხოლო LOT-ის - ბაქოში. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენების განრიგიც შეიცვალა.