Pegasus-ის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლის „საბინა გოქჩენის“ აეროპორტიდან ბათუმში მოფრინავდა, რიზეს ართვინის აეროპორტში გადამისამართდა. მიზეზი ბათუმში ძლიერი ქარი გახდა. ინფორმაციას თურქული მედია Hava Sosyal Medya ავრცელებს.
თურქული მედიის ცნობით, იმ მგზავრების ტრანსპორტირება მოხდა, რომელთაც სახმელეთო გზით ბათუმში დაბრუნების სურვილი ჰქონდათ. ის მგზავრები კი, რომლებმაც სახმელეთო ტრანსპორტით გამგზავრებაზე უარი თქვეს, იმავე თვითმფრინავით სტამბოლში ბრუნდებიან.
არსებული ინფორმაციით, ბათუმი-სტამბოლის დაგეგმილი რეისი გაუქმდა.
რიზე-ბათუმის აეროპორტებს შორის მანძილი 90 კმ-ი და 1.5 საათიანი საჰაერო გზაა.