ძლიერი სავალუტო შემოდინებები აუცილებლად ლარის გამყარებას არ ნიშნავს - ოთარ ნადარაია

ძლიერი სავალუტო შემოდინებები აუცილებლად ლარის გამყარებას არ ნიშნავს - ოთარ ნადარაია

access_time2023-03-14 18:30:20

ლარის კურსის ანალიტიკისთვის სამი ძირითადი მიმართულება გამოიყენება, ესენია სავალუტო შემოდინებები, ლარის საშუალო კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებაში და ინფლაციის პროგნოზი - ამის  შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ TBC Capital  - ის მთავარმა  ანალიტიკოსმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.


მისი თქმით, საქართველოში სავალუტო დინებები ძლიერია, რისი მიზეზი მიგრაცია, ექსპორტი და სხვა  ფაქტორებია, თუმცა მისივე  განცხადებით, ძლიერი სავალუტო შემოდინებები, რამდენად წინააღმდეგობრივადაც არ უნდა ჟღერდეს, აუცილებლად ლარის გამყარებას არ ნიშნავს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ვალუტას ძალიან აქტიურად ყიდულობს, მაგალითად იანვარში 155 მილიონი აშშ  დოლარი შეისყიდა, თებერვლის მაჩვენებლები ჯერ არ გვაქვს,  თუმცა ეგეც საკმაოდ მასშტაბური იქნება, ისევე როგორც საშუალოდ თვეში 100 მილიონი დოლარის  შესყიდვები იყო, აღნიშნული  რიცხვი საქართველოს  ეკონომიკისთვის საკმაოდ  დიდი მაჩვენებელია, “ - აღნიშნა  ოთარ ნადარაიამ.

 

რაც შეეხება საშუალო კურსს, ნადარაია ამბობს, რომ ლარი 5-დან 6%-მდე არის გამყარებული და ლარის კურსის  გავლენა ექსპორტსა და იმპორტზე არც ისე ცალსახაა, რადგან საქართველოს არ აქვს იმდენი სახის პროდუქცია, რომელიც ლარის კურსის გამო გაიაფების შემდეგ ექსპორტზე მეტი რაოდენობით გავა, შესაბამისად ექსპორტი ლარის კურსზე ხშირად დამოკიდებული არ არის, თუმცა ნადარაია იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველა ინდუსტრიას არ ეხება.


„სავალუტო შემოდინებები პოზიტიურია და სხვათა შორის, აქ გაუარესებას ველოდით და ვფიქრობთ, რომ შემოდინებები  გაგრძელდება,“ - აღნიშნა ოთარ  ნადარაიამ.

 

რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს ნადარაია განმარტავს, რომ ინფლაცია 8,1%-მდე  კი  შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალი მაჩვენებელია, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა მისივე თქმით, კურსის კუთხით არა დღეს არსებული ინფლაცია, არამედ პროგნოზია მნიშვნელოვანი.

 


„ჩვენთან ეროვნულ ბანკს უნდა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ან  3% იყოს, ან მასთან ახლოს. იმ შემთხვევაში თუ ლარი  გაუფასურდება, კიდევ მეტი ინფლაცია იქნება და პირიქით, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ინფლაცია წელში გატეხილია და ქვევით ჩამოდის და ამან  გრძელვადიან პროგნოზში  შესაძლოა, ინფლაცია დეფლაციაში გადაიყვანოს.

 

პარალელი რომ გავავლოთ  2022  წელთან, ჩემი  აზრით, რომ  არ  ყოფილიყო ასეთი მაღალი ინფლაცია, ლარი ასე არ გამყარდებოდა და  ეროვნული ბანკი კიდევ უფრო მეტს იყიდდა.

 

სავალუტო  შემოდინებები რომ  არ იყოს, რაც  არ  უნდა ინფლაციის პროგნოზზე  ვისაუბროთ, ლარი სავალუტო  შემოდინებების გარეშე ვერ გამყარდება, დღე უკვე კიდევ  ერთხელ  რომ გავიმეოროთ, ინფლაციის პროგნოზი ლარის მხარდამჭერი აღარ არის,“ -  აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

 

ნადარაია პროგნოზირებს, რომ მომდევნო 12  თვეში ლარს გამყარების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, რაც რა თქმა უნდა, ლარის და დოლარის  წყვილში  პოზიტიურია.


„უახლოეს მომავალში,  2-3 თვეში  განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით, უფრო  მეტიც,  მცირე გამყარებასაც  არ გამოვრიცხავ. “ - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up