ძლიერმა გვალვამ ფრანგული ხილ-ბოსტნეულის 35% გაანადგურა

ძლიერმა გვალვამ ფრანგული ხილ-ბოსტნეულის 35% გაანადგურა

access_time2022-08-18 23:30:00

ფრანგი ფერმერებისგან ხილ-ბოსტნეულის მოსავალი მეტად მშრალი ამინდების გამო წელს, თითქმის, 35%-ით შემცირდა. ამის შესახებ საფრანგეთის ბოსტნეულის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის (Legumes de France) პრეზიდენტმა, ჟაკ რუშასემ რადიო Franceinfo-ს ეთერში განაცხადა.


ასოციაციის შეფასებით, ამ მომენტისთვის მოსავლის 25-35% არის დაზიანებული. ამდენად, ჟაკ რუშასე აუცილებელ პირობად მიიჩნევს, რომ „ფრანგების სასურსათო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წყლის გამოყენებაზე მიღებული შეზღუდვები უკეთ იყოს ადაპტირებული.“


რუშასემ, ასევე, დასძინა, რომ მთავრობამ ფერმერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთი იძულებული იქნება, ყველა სახის ხილი და ბოსტნეული სხვა ქვეყნებიდან შეიტანოს.


„თუ ჯერ კიდევ გვინდა, რომ ხვალ ფრანგული წარმოება გვქონდეს, მწარმოებლების დახმარება მოგვიწევს, რომ ხალხის მომარაგება ფრანგული პროდუქტებით განვაგრძოთ, რასაც მომხმარებლები ითხოვენ,“ - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.



მანამდე, 12 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან ძლიერი გვალვის გამო გაჩენილი ტყის ხანძარი აპოკალიფსს შეადარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ევროპის ექვსი ქვეყნის სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს.


ივლისში, გვალვის გამო საფრანგეთში 100-ზე მეტი კომუნა სასმელი წყლის გარეშე დარჩა. საფრანგეთის ეკოლოგიის კომპლექსური გარდაქმნის მინისტრმა, კრისტოფ ბეშუმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაზარალებული რეგიონებისთვის სასმელი წყლის მიწოდება სატვირთო მანქანებით უზრუნველყო.


გასული ივლისი ევროპის ექვს თვეს შორის მთელი დაკვირევების პერიოდის ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გვალვის გამო, სურსათზე ფასების ზრდის ესპანელ ფერმერებსაც ეშინიათ.


ბიზნესპრესნიუსი


თეგები:
გვალვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up