გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა სეტყვა. დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, 2-3 ბალიანი ღელვაა შესაძლებელი ზღვაზე.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.