ძნელაძე იპოთეკით უზრუნველყოფილ ბონდებზე: ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას

ძნელაძე იპოთეკით უზრუნველყოფილ ბონდებზე: ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას

access_time2021-07-15 09:00:00

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ქართულ ბაზარზე იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტის დანერგვის ინიციატივას აფასებს.


ალეკო ძნელაძის თქმით, შესაძლებელია სესხის მაგივრად აღნიშნული ობლიგაციებით მოხდეს გრძელვადიანი ლარის მიწოდება საბანკო სისტემისთვის, ასევე აღნიშნული პროექტი მეორადი ბაზრის შექმნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.


„ბაზარზე გრძელვადიანი ლარის პრობლემა დგას, მუდმივად პრობლემატური საკითხია ეს. როგორც ვიცი, პირველი ეტაპისთვის ეროვნული ბანკი სრულად დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს. აღნიშნული ინსტრუმენტით არამხოლოდ ეროვნული ბანკი ისარგებლებს, არამედ შესაძლებელია ეს სხვა საფინანსო ინსტიტუტების ინტერესებშიც იყოს. მაგალითად, პროექტში მონაწილეობას იღებს EBRD და IFC. შემდგომისთვის პროდუქტი შეიძლება მიმზიდველი იყოს სხვა ბენეფიციარრებისთვისაც. მნიშვენლოვანია, რომ სებ–ი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლოს და შესაძლებელი იყოს სხვა პორტფელებითაც იყოს წვდომა ობლიგაციებზე, ეს იქნება მიკროსესხები თუ სხვა ბიზნეს სექტორი.


საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია და ხელ უწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, ასევე გრძელვადიანი რესურსის შექმნას. პარალელურ რეჟიმში უნდა არსებობდეს ფონდები, რომლებიც დაინტერესდებიან ობლიგაციებით და ხელს შეუწყობენ ბაზრის განვითარებას, – აღნიშნავს ალეკო ძნელაძე.



მისივე თქმით, თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირებაზე მიბმული იპოთეკური სესხების დაგირავების პროცესს ობლიგაციებით ჩაანაცვლებს, პირველადი ეტაპისთვის ეს იქნება ხელოვნურად, თუმცა მომავალში სრულად ჩანაცვლება. თეორიულად, თუ მეორადი ბაზარი იარსებებს, ბევრად უფრო ლიკვიდური პროდუქტი შეიქმნება.


„რაც შეეხება ბანკების მხრიდან დაინტერესებას, არსებობს ალტერნატიული საშუალებაც, რომელიც არის იპოთეკური პორტფელის დაგირავება ეროვნულ ბანკში. პირველ ეტაპზე, ეს ინიციატივა ბანკებისთვის არ ითვლება პრინციპულად მნიშვნელოვნად, მაგრამ გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შესაძელბელია აღნიშნული ობლიგაციების სხვადასხავა მომხმარებლებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის შეთავაზება. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც,“ – აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.


შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების შესახებ (Covered Bonds) კანონპროექტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.


კანონპროექტის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება.



business-partner.ge

თეგები:
იპოთეკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up