აქტიური პირადობის მოწმობის რაოდენობა, ელექტრონული მატარებლის გარეშე, 313 682 ერთეულს შეადგენს.
პარლამენტის წევრ პაატა მანჯგალაძის წერილობით კითხვაზე - რამდენი მოქალაქე ფლობს ქაღალდის, ე.წ. ლამინირებულ ძველ პირადობის მოწმობას, რატი ბრეგაძის უწყებამ წერილობით უპასუხა.
იუსტიციის სამინისტროს წერილში ნათქვამია რომ, 2022 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, აქტიურ პირადობის მოწმობას ელექტრონული მატარებლის გარეშე 313 682 საქართველოს მოქალაქე ფლობს.
იუსტიციის სახლის 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ძველი პირადობის მოწმობის მომხმარებელთა ციფრი განახევრებულია.