ძველი ხელისუფლების დროსაც და ახლაც ხელოვნურადაა დამუხრუჭებული კაპიტალის ბაზარი - ლევან კობერიძე

ძველი ხელისუფლების დროსაც და ახლაც ხელოვნურადაა დამუხრუჭებული კაპიტალის ბაზარი - ლევან კობერიძე

access_time2023-04-05 19:00:57

„კაპიტალის ბაზრის რეფორმის გარეშე, ვერანაირ მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე და ინკლუზიურობაზე ვერ ვისაუბრებთ. ადამიანების თანამონაწილეობა ეკონომიკაში კაპიტალის ბაზრის საშუალებით ხდება, მაგრამ დღეს საქართველოში ამის მექანიზმი არ არსებობს,“ - ამის შესახებ BMG-ის ეთერში, გადაცემაში „წერტილი“ თელარა გელანტიასთან ერთად ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, რთულია 1-2 წელიწადში ეკონომიკური ზრდა იგრძნოს მოსახლეობამ, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სწორი ეკონომიკური ხედვა და ეკონომიკის სტრუქტურაა.


„ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რასაც ვუყურებთ არის დადებითი ტენდენცია და ეს ზრდა თუ მდგრადი იქნება და განვითარდება შემდეგ წლებშიც, მეტად აისახება მოსახლეობაზეც. განწყობა დღეს ასეთია, „ეს რიცხვები კი კარგია, მაგრამ რაღაც ხდება“. მოსახლეობა უყურებს, რომ ეს რიცხვები კარგად გამოიყურება, მაგრამ ამას ნაკლებად გრძნობს საკუთარ ჯიბეზე. ძნელია, რომ 1-2 წელიწადში ეკონომიკური ზრდა იგრძნოს მოქალაქემ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორია ეკონომიკის სტრუქტურა. როცა შენი ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მთლიან შიდა პროდუქტში რეექსპორტია, ბუნებრივია რომ ამას მოსახლეობა ასე ადვილად ვერ იგრძნობს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.


მისი თქმით, წყლის რესურსებით ისეთ მდიდარ ქვეყანას, როგორიც საქართველოა კარგად რომ გვქონდეს გააზრებული ენერგეტიკული პოლიტიკა, მაშინ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდოდა და ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობაც იგრძნობდა. 



„ჩვენ რომ გვქონდეს კარგად გააზრებული ენერგეტიკული პოლიტიკა და ისეთი რესურსების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა სწორად იყოს დალაგებული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, საქართველოს გახდებოდა ქვეყანა, სადაც ელექტროენერგია გაცილებით იაფი ეღირებოდა, რადგან ეს ჩვენი რესურსია. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კერძო ინვესტიციების შემოდინებას, რომ ელექტროენერგია იყოს ყველაზე იაფი რეგიონში. მაშინ ეკონომიკურ ზრდას მომენტალურად იგრძნობს მოსახლეობა, რადგან საწარმოები გაიხსნება, სამრეწველო პოტენციალი ამუშავდება. ეს უკვე არის ხედვა  ეკონომიკაში, რომელსაც ინკლუზიურობის თვალსაზრისით უკეთ იგრძნობს მოსახლეობა და არა ის, რაც დღეს ხდება, როცა საბანკო სექტორშია კონცენტრირებული მთელი ფინანსური ოპერაციების და აქტივობის ძირითადი ნაწილი,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.


მისი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის გარეშე, ვერანაირ მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე და ინკლუზიურობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ადამიანების თანამონაწილეობა ეკონომიკაში სწორედ კაპიტალის ბაზრის საშუალებით ხდება.


„კაპიტალის ბაზარი საერთოდ არ არსებობს. ბევრი ადამიანს აქვს დაგროვილი კაპიტალი და უნდა ეს თანხა სადმე წაიღოს, მაგრამ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი არ არსებობს. არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი - სამარცხვინოა, როცა საფონდო ბირჟაზე საქართველოში დღეს ივაჭრება 127 ლარი. კაპიტალის ბაზრის რეფორმის გარეშე, ვერანაირ მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე და ინკლუზიურობაზე ვერ ვისაუბრებთ. ადამიანების თანამონაწილეობა ეკონომიკაში სწორედ ხდება კაპიტალის ბაზრის საშუალებით, მაგრამ დღეს საქართველოში ამის მექანიზმი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საბანკო. ძველი ხელისუფლების დროსაც და ახლანდელი ხელისუფლების დროსაც მე მეჩვენება, რომ ხელოვნურადაა დამუხრუჭებული კაპიტალის ბაზარი. მეც ვიყავი ხელისუფლებაში და ბევრი მცდელობა გვქონდა, მათ შორის საპენსიო რეფორმა სწორედ ერთ-ერთი ნაწილი იყო კაპიტალის ბაზრის. დღეს ამ მიმართულებით მკაფიოდ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up