„ძვირფასო ფერმერებო, თქვენ, დაუღალავი შრომით, მიაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს და ეს შედეგები ასახულია კონკრეტულ რიცხვებში

„ძვირფასო ფერმერებო, თქვენ, დაუღალავი შრომით, მიაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს და ეს შედეგები ასახულია კონკრეტულ რიცხვებში" - ოთარ შამუგია

access_time2022-11-21 10:12:57

„20 ნოემბერს ჩვენ ფერმერის დღეს აღვნიშნავთ. პირველ რიგში, ძვირფასო ფერმერებო,  მინდა თქვენ მოგილოცოთ ეს დღე და შემდეგ ყველას, ვისაც აგრარული დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ფერმერის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

„ფერმერის დღის აღნიშვნა 2015 წლიდან დავიწყეთ; გვერდში ფერმერთა ასოციაცია გვიდგას, მათი უშუალო ჩართულობით, მათი ორგანიზებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. დილიდან, ჩვენი მეწარმეების და ფერმერების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გვქონდა  ექსპოჯორჯიაში; ახლა იმართება საღამო, სადაც დავაჯილდოებთ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულ ჩვენს წარმატებულ ფერმერებს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ ფაქტის, რომ ვაფასებთ მათ შრომას, რაც თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო ფერმერთა მხარდაჭერისთვის ახორციელებს.

„ჩვენ, ბოლო წლებია, გვაქვს სტაბილურად მნიშვნელოვანი ზრდა როგორც პირველადი, ისე გადამმუშავებელი წარმოების კუთხით, ზრდა გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლებში. ასე გავაგრძელებთ წელსაც და უკეთესი მაჩვენებლები გვექნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, თუმცა პირველ რიგში ხართ თქვენ, თქვენი შრომა არის ფასდაუდებელი...


ჩვენი პარტნიორების დახმარებით,  ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს იმისათვის, რომ ქართული აგროპროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი, ფერმერებმა აწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია და მეტად განვითარდეთ.

დღეს მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია სასურსათო უსაფრთხოება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე კონფერენციას დავესწარი, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან ერთად ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ კუთხით დღეს არსებობს.  დღეს ყველაზე მწვავედ დგას სურსათით მომარაგების საკითხი. მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და  გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up