EaP-ის ევროპული სკოლის სამშენებლო-სარემონტო და საინჟინრო სამუშაოებისთვის 53.4 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

EaP-ის ევროპული სკოლის სამშენებლო-სარემონტო და საინჟინრო სამუშაოებისთვის 53.4 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

access_time2023-03-23 10:30:23

22 მარტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 53 432 955 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

 

ტენდერი ითვალისწინებს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შენობის სრული სამშენებლო-სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.

 

სამუშაოს შესრულების ადგილია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 420 კალენდარული დღის (14 თვე) ვადაში.

 

ტენდერის ფარგლებში უნდა ჩატარდეს შენობის დასრულების სამუშაოები, მობათქაშება, კარებისა და ფანჯრების და მათთან დაკავშირებული კომპონენტების მონტაჟი, სხვა ლითონკონსტრუქციების მონტაჟი, არალითონის კონსტრუქციების მონტაჟი, იატაკისა და კედლის საფარის დაგება,ღებვა და შემინვა.

 


როგორც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განათლების სამინისტროსთვის მიწერილი წერილიდან ხდება ცნობილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სრული სამშენებლო-სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების მრავალწლიანი შესყიდვისთვის 2023 წელს გათვალისწინებული უნდა იყოს 16 029 886.66 ლარი, 2024 წელს 26 716 477.77 ლარი, ხოლო 2025 წელს 10 686 591.11 ლარი (ჯამური ღირებულება 53 432 955.54 ლარი).

 

პროექტი ორენოვანია, შესაბამისად სავალდებულოა ყველანაირი დოკუმენტაციის წარმოება ორივე ენაზე - ქართულად და ინგლისურად.

 

პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2019 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს:

 

ა) სამოქალაქო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი; საპროექტო მომსახურება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირების ნაწილს;

 

ბ) სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ(ებ)ის  მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 110 000 000 ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობით;

 

წინადადებების მიღება 19 აპრილს იწყება და 24 აპრილის 12:30 საათზე დასრულდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up