EASA ოპერატორებს საშუალებას მისცემს ნაკლები საწვავი წაიღონ

EASA ოპერატორებს საშუალებას მისცემს ნაკლები საწვავი წაიღონ

access_time2022-04-01 10:30:00

ევროპის რეაქტიული თვითმფრინავების ზოგიერთ ოპერატორს შეეძლება შეამციროს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არსებული საწვავის რაოდენობა, რომელიც ახლახან გამოქვეყნებული EASA-ს რეგულაციებით არის მოთხოვნილი. ეს მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა და, შესაბამისად, შეამცირონ CO2-ის გამონაბოლქვი.


მიუხედავად იმისა, რომ არსებული წესები აღიარებენ, რომ აუცილებელია დამატებითი საწვავის ქონა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ან თავიდან აიცილოს დაშვება თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე, “დამატებითი საწვავის საჭირო რაოდენობა შეიძლება ოპტიმიზირებული იყოს”, – ნათქვამია EASA-ს განცხადებაში.


„ეს მარეგულირებელი პაკეტი არის EASA-ს საერთო ძალისხმევის ნაწილი ავიაციის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. არ არსებობს მიზეზი, რომ ცაში მეტი საწვავი ავიტანოთ, ვიდრე საჭიროა – ამისათვის ხომ უფრო მეტი საწვავი იხარჯება. რაც მთავარია, ეს შეიძლება გაკეთდეს უსაფრთხოების შეწირვის გარეშე – შერბილება შესაძლებელია რისკის შეფასების უკეთესი მეთოდებისა და უკეთესი მონაცემების წყალობით, რაც ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ რისკის უფრო ზუსტი შეფასებები.”- განაცხადა EASA -ს ფრენის სტანდარტების დირექტორმა იესპერ რასმუსენმა


წესი, რომლებიც ძალაში 2022 წლის 30 ოქტომბრიდან შევა, საშუალებას მისცემს 12,500 ფუნტზე მეტი მასის მქონდე კომერციული და საქმიანი რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატორებს შეამცირონ საწვავის დონე, თუ ისინ აკმაყოფილებენ სპეციალურ პირობებსა და მოთხოვნებს. რეგულაცია ასევე განმარტავს და ამარტივებს ვერტმფრენების დაგეგმვისა და საწვავის/ენერგეტიკული მართვის მოთხოვნებს.



წესები მოიცავს შესაბამისობის მისაღებ საშუალებებს (AMC) და სახელმძღვანელო დოკუმენტაციას (GM) განხორციელებისა და დამტკიცების მხარდასაჭერად.


“ახალი AMC და GM საწვავის ახალი სქემები ითვალისწინებს ოპერატორის მართვის სისტემის საიმედოობას და აგებულია მუშაობის სამ დონეზე, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა ხარჯების ეფექტურობითა და გარემოსდაცვითი სარგებელით“, – ნათქვამია EASA-ს განცხადებაში.


avianews.ge



თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up