EastFruit: თხილის გლობალური ბაზარი 8%-ით შემცირდა

EastFruit: თხილის გლობალური ბაზარი 8%-ით შემცირდა

access_time2021-03-20 18:00:29

ბოლო წლებში თხილზე მოთხოვნა საშუალოდ წელიწადში 8%-ით მცირდება, ხოლო 2019 წელს ამ პროდუქტის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი 12%-ით შემცირდა.

 

 

რა გახდა ამის მიზეზი, და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც ყოფილ სსრკ-ში თხილის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან?

 

 

თხილის ინდუსტრიას კონცენტრაციის ძალიან მაღალი დონე ახასიათებს - ამ დარგში სულ რამდენიმე ქვეყანა მუშაობს. უპირობო ლიდერი თურქეთია, რომელზეც თხილის წარმოებს 75% მოდის. დანარჩენი 25% აშშ-ზე, იტალიაზე, საქართველოზე, აზერბაიჯანზე, ირანზე, ჩილეზე და რამდენიმე სხვა ქვეყანაზე ნაწილდება.

 

 

2020 წელს თურქეთიდან თხილის ექსპორტი 2019 წელთან შედარებით 19%-ით, ხოლო შემოსავალი 11%-ით შემცირდა. ვარდნა პირველ რიგში კლიმატურ პირობებს უკავშირდება - 2020  წელს თურქეთის შავი ზღვის რეგიონებში ძლიერი გვალვა იყო, რომელსაც შემდეგ წყალდიდობა მოჰყვა.

 

 

პრობლემას ასევე ფაროსანა წარმოადგენს, რომელმაც საქართველოში თხილის ინდუსტრიას დიდი ზიანი მიაყენა.

 

 

მსოფლიოში თხილის ძირითადი მომხმარებელია ევროპის საკონდიტრო ინდუსტრია, რომელზეც გლობალური შესყიდვების 80% მოდის. მსოფლიოში თხილის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია იტალიური Ferrero Group, რომელიც თურქული თხილის მესამედს ყიდულობს, ძირითადად Nutella-ს წარმოებისთვის.

 


 

თურქული თხილის 20%-ს Olam Group,   რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თხილის გადამამუშავებელია.

 

 

რისკებს შემცირების და დივერსიფიცირების მიზნით, ბოლო 10 წლის მანძილზე მსხვილი კორპორაციები თხილის მიღების სხვა წყაროებს ეძებენ, რამაც ამ დარგის ზრდას საქართველოში, აზერბაიჯანში, სერბეთში, ჩილეში, და სხვა ქვეყნებში ხელი შეუწყო.

 

 

მაგალითად, ჩილე 2015 წლამდე თხილის საერთაშორისო ბაზარზე საერთოდ არ მუშაობდა, თუმცა, ამ სეზონში საქართველოს გაუსწრო. აზერბაიჯანიც თხილის ექსპორტის მოცულობით ლიდერთა სამეულში შედის, და მხოლოდ თურქეთს და იტალიას ჩამორჩება.

 

 

შესაბამისად, თხილის წარმოებს კონცენტრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თანაც, ეს პროცესის დასაწყისია - მრავალ ქვეყანაშ წლების წინ დარგული თხილის ბაღები ეტაპობრივად მოსავლიანობის სტადიაში შედიან.

 

 

თუმცა, ინვესტორებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ წარმოების ზრდის და მოხმარების შემცირების პირობებში (რასაც დღეს ვხედავთ) ფასები შესაძლოა დაეცეს.

 

 

მათ ასევე ახალი და სწრაფად ზრდადი ბაზრების შესწავლა მოუწევთ  - მაგალითად, ჩინეთის და საემიროების, რომლების ბოლო წლებში თხილის იმპორტი შესამჩნევად გაზარდეს. ასევე მატულობს ექსპორტი ისეთ ქვეყნებში, როგორც მექსიკა, ჰოლანდია, ტუნისი, პოლონეთი, იტალია, რუმინეთი, ბრაზილია, და რუსეთი.

 

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო ბაზარზე სხვა ტიპის თხილის ექსპორტიც იზრდება - მათ შორის, ტროპიკული, ეგზოტიკური სახეობები.

 

 

ტრადიციული თხილის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ეს ფაქტორიც ახდენს.

 

 

east-fruit.ge

 

 

თენგიზ აბლოთია


თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up