ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის ავტობუსების დეპოს რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
ტენდერი ხორციელდება ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების გათვალისწინებით და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანიისთვის ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ ასეთზე შესყიდვების დოკუმენტაციაში აკრძალვა დაფიქსირებული არ არის.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ავტობუსების N1 დეპოს რეაბილიტაციის, საერთაშორისო ტენდერზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის/გრანტის საშუალებით
შესყიდვის პროცედურა ხორციელდება ელექტრონული პორტალის „EBRD Client E-Procurement Portal (ECEPP)“ მეშვეობით. პოტენციურ მონაწილეებს შეუძლია შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მიღება შემდგომში მითითებული ელექტრონული მისამართზე „Access Opportunity“ ღილაკზე დაჭერით (ECEPP პორტალის შემთხვევაში). დოკუმენტაციაზე წვდომისთვის დარეგისტრირებულ მომხმარებელს მოუწევს სისტემაში შესვლა, ხოლო დაურეგისტრირებელ მომხმარებელს მოუწევს ინფორმაციაზე წვდომამდე რეგისტრაციის გავლა
https://ecepp.ebrd.com/delta/viewNotice.html?accessCode=5T8253UWBT
ტენდერის საიდენტიფიკაციო ნომერია: 21384005. ტენდერის გახსნის თარიღი - 2022 წლის 13 ოქტომბერი; ტენდერის დახურვის თარიღი 2022 19 დეკემბერი.
დოკუმენტაცია მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: დეტალური ტექნიკური დავალება და ფინანსური მოთხოვნები; შესაბამისობისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები; კონტრაქტის დაწყების თარიღი; კონტრაქტის მიმდინარეობის პერიოდი; ინფორმაციის გამოთხოვისთვის საჭირო მოთხოვნები; სხვა ნებისმიერი რელევანტური ინფორმაცია“, - წერია განცხადებაში.