EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევიან

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევიან

access_time2023-01-13 17:30:29

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე  16-დან 19 იანვრის ჩათვლით კავკასიას ეწვევიან. პირველად ჩავლენ სომხეთში, შემდეგ ეწვევიან საქართველოს, და დაასრულებენ ვიზიტს აზერბაიჯანში.   

  


ამ ვიზიტს წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს   ვიზიტი კავკასიაში, რომელიც სექტემბერში შედგა. აღნიშნული ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. დღის წესრიგში აგრეთვე დგას ფინანსური სისტემის მედეგობის, პოლიტიკური რეფორმების განხილვა და ბანკის ახალი სამომავლო სტრატეგიებისთვის მომზადება.

  


დელეგაცია ჯერ ერევანში გაემგზავრება, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები სომხეთის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატებთან, განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან, ბიზნეს საზოგადოების ლიდერებთან და ბანკის არსებულ პარტნიორებთან. დელეგაციის წევრები ასევე სომხეთის ცენტრალურ ბანკს ეწვევიან, სადაც შეხვდებიან მმართველს და მის მოადგილეს.

 


 

საქართველოში დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. EBRD-ის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან დიპლომატებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებს და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს.

 

  

თბილისში ყოფნისას, ბ-ნი ბოუმენი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ხელს მოაწერს სუვერენული სესხის შესახებ ხელშეკრულებას დედაქალაქში 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და განახლების მიზნით.

 

  

დელეგაცია ვიზიტს ბაქოში დაასრულებს, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდებიან. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან, განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან და ბანკის არსებულ ბიზნეს კლიენტებთან. დელეგაცია ასევე ეწვევა აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს.

 

  

1992 წელს კავკასიაში თავისი საქმიანობის დაწყებიდან, EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 650 მეტი პროექტის ფარგლებში რეგიონის ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების უმეტესობა კერძო სექტორშია განხორციელებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up