EBRD-მა აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის კამპანიისთვის 19 მლნ ევრომდე სესხი გამოყო

EBRD-მა აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის კამპანიისთვის 19 მლნ ევრომდე სესხი გამოყო

access_time2023-03-14 09:00:19

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების გადამუშავების საკითხების მოსაგვარებლად ბათუმსა და სრულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კამპანიისთვის გამოყოფილი 19 მილიონ ევრომდე სესხი გამიზნულია ამ ტურისტული რეგიონის მოსახლეობისა და ვიზიტორების წინაშე მდგარი გადაუდებელი გარემოს დაცვის გამოწვევებზე რეაგირებისთვის.

 

3 მილიონ ევრომდე ოდენობის პირველი ტრანში მოხმარდება მყარი ნარჩენების მართვის ახალი აღჭურვილობის შეძენას. ეს საშუალებას მისცემს მსესხებელს აამუშაოს ახალი ნაგავსაყრელი და შესაბამისად, შეწყვიტოს ნარჩენების განთავსება მოქმედ, ევროკავშირის (EU) სტანდარტებთან შეუსაბამო ნაგავსაყრელებზე. 16 მილიონამდე ევროს ოდენობის მეორე, არასავალდებულო ტრანში გამოიყენება გადამტვირთავი სადგურის მოსაწყობად. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას გამოაცალკევოს გადამუშავებადი მასალა და გადაამისამართოს ნარჩენები ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელზე.

 

ინვესტიციის მიზანი ბათუმის (EBRD-ის ერთ-ერთი მწვანე ქალაქი), როგორც ეს განსაზღვრულია მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით (GCAP) და უფრო ფართოდ აჭარის რეგიონის პრიორიტეტულ საჭიროებებზე რეაგირებაა. ეს გულისხმობს ქობულეთსა და ბათუმში არსებულ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების განთავსების შეჩერებას. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი და საშიში დაბინძურების წყაროა საქართველოში. ეს ნაგავსაყრელები ხმელეთის, წყლისა და ჰაერის აქტიური დამაბინძურებელია, რაც გავლენას ახდენს კონკრეტულად რეგიონის ეკოსისტემასა და ზოგადად შავ ზღვაზე.

 


ფინანსური პაკეტის ფარგლებში, ბანკი ასევე დაეხმარება მსესხებელს თანაბარი შესაძლებლობების შექმნაში სასწავლო პროგრამების შემუშავებით. აჭარაში ტრადიციულად ნარჩენების შეგროვების სექტორში მამაკაცები არიან დასაქმებულნი. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისთვის ტექნიკური უნარებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

მორიგი სესხი ეფუძნება წინა ოპერაციას, რომელმაც ხელი შეუწყო აჭარაში ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის სისტემის შექმნას და ევროკავშირის რეგულაციებთან თანხვედრაში მყოფი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას, რომელიც ახლახანს დასრულდა. პროექტი თანადაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)-ს მიერ გრანტით, რომლის მოცულობა შეადგენდა 4 მილიონ ევროს. პროექტს მხარს უჭერს მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდი (Sustainable Infrastructure Fund).

 

EBRD-მა დღეისათვის საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის მეშვეობით, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორშია. ბანკის ძირითად საინვესტიციო სფეროებია ფინანსური სექტორი, მდგრადი ინფრასტრუქტურა, წარმოება და მომსახურება და მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs).

 


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up