EBRD-მა 2022 წელს საქართველოში 218 მლნ ევრო ინვესტიცია განახორციელა

EBRD-მა 2022 წელს საქართველოში 218 მლნ ევრო ინვესტიცია განახორციელა

access_time2023-01-30 15:30:54

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში 2022 წლის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს მიხედვით, ბანკმა 2022 წელს საქართველოში 218 მლნ ევრო ინვესტიცია განახორციელა. ბანკის მთავარი აქცენტი კვლავ კერძო სექტორის მხარდაჭერაა.


EBRD ხელს უწყობს ინკლუზიური, მწვანე და ციფრული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკას 2022 წელს გამოყოფილი 218 მილიონი ევროს ინვესტიციებით. დახმარება განხორციელდა ჯანდაცვის სექტორში, ენერგოეფექტურობაში, მცირე და საშუალო საწარმოებში (SMEs) ადგილობრივი ბანკების საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის დაფინანსების მეშვეობით. ბანკი განაგრძობდა კერძო სექტორზე ფოკუსირებას და ქვეყანაში მისი მთლიანი ინვესტიციების 91% კერძო სექტორში განხორციელდა.

 

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, განაცხადა: „2022 წელს დავეხმარეთ კლიენტებს ინკლუზიური, მწვანე და მეტად გაციფრულებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. მხარდაჭერა მოიცავდა ვაჭრობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი საწარმოებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფას, მათ შორის, პარტნიორი ბანკების მეშვეობით და ევროკავშირის დამატებითი წამახალისებელი გრანტებით. ასევე განვახორციელეთ ინვესტირება სკოლების ენერგოეფექტურობაში და ხელი შევუწყვეთ ჯანდაცვის სექტორის მუშაობას, ამავე დროს, გავზარდეთ გენდერული და ინკლუზიური აქტივობები ჩვენს კლიენტებთან ერთად სამუშაო ადგილებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად."

 

2022 წლის ერთ-ერთი აღსანიშნავი მოვლენაა სკოლების შენობების განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. EBRD-ის 40 მლნ ევროს ოდენობის სესხი, 13 მლნ ევროს ოდენობის გრანტი ევროკავშირიდან (EU) და დამატებითი დაფინანსება KfW-დან გამოყენებული იქნება სკოლებში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს ზოგად ენერგოუსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას, ასევე, გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს სკოლის მოსწავლეებისთვის.

 

12 მლნ ევროს ინვესტირებით, ბანკმა კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობა განაგრძო საქართველოში პირველ მწვანე ობლიგაციებში. EBRD-მა ასევე წამოიწყო კაპიტალის ბაზრების ახალი ინსტრუმენტი AT1 წამყვან პარტნიორ ბანკთან ერთად. ეს არის ამ ტიპის პირველი და მნიშვნელოვანი პროდუქტი კაპიტალის ოპტიმიზაციისა და ქვეყნის ფინანსური ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, განსაკუთრებით სავალუტო ბაზრის დანაკარგის განცალკევებისთვის რისკების შესამცირებლად.

 

რეგიონში ვაჭრობის პროცესი დაზარალდა პანდემიის დროს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, ამიტომ, ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად, EBRD-მა პარტნიორი ბანკებისთვის უზრუნველყო ლიკვიდურობა მნიშვნელოვანი სავაჭრო ნაკადების შესანარჩუნებლად. მხოლოდ საქართველოში, ბანკმა ხელი შეუწყო 60 მილიონი ევროს ღირებულების სავაჭრო დაფინანსების ტრანზაქციებს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამ ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით.


 

მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისთვის აუცილებელია მცირე ბიზნესის წარმატებული საქმიანობა, ამიტომ EBRD-მა გააფართოვა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის 109 მილიონი ევროს გამოყოფით ადგილობრივი ბიზნესისთვის სესხების გასაცემად.

 

ბანკი ასევე აწვდიდა ბიზნეს რჩევებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს 74 საკონსულტაციო პროექტის მეშვეობით, რათა კომპანიებს გაეფართოებინათ და გაეუმჯობესებინათ თავიანთი საქმიანობა კრიზისის დროს. აქცენტი გაკეთდა ქალთა ხელმძღვანელობით ან ქალთა საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე ქალი მეწარმეების და მენეჯერების გადამზადებით.

 

EBRD-ი ასევე დაეხმარა ორ ახალდაარსებულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას საქმიანობის გაფართოების პროცესში, რითაც გააძლიერა რეგიონის სამეწარმეო ეკოსისტემა.

 

ბანკმა განაგრძო საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებაც, რომლებიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებასთან და ქალები ბიზნესში ინიციატივასთან ერთად, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, სამხრეთ კორეისა და შვედეთის მიერ.

 

ინვესტიციებთან ერთად, EBRD-მა განაგრძო პოლიტიკის დიალოგში მონაწილეობა. ბანკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის წარმართვაში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. ბანკმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური დახმარება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს თავისი ციფრული, ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.

 

ბანკი ასევე დაეხმარა საქართველოს ეროვნულ ბანკს უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში კაპიტალის ბაზრების განვითარების გასაძლიერებლად.

 

ბანკის გენდერისა და ინკლუზიის სტრატეგიების შესაბამისად, EBRD აგრძელებდა ძალისხმევას, გენდერული ჩართულობის უზრუნველსაყოფად თავის პროექტებში თანაბარი შესაძლებლობების შექმნით მამაკაცებისთვის, ქალებისათვის და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სოფლად.

 

მთლიანობაში, EBRD-ის „მწვანე" დაფინანსებამ საქართველოში 2022 წლისთვის ბანკის მთლიანი ინვესტიციების მოცულობის რეკორდულ 61 პროცენტს მიაღწია.

 

ბანკის პროექტების საერთო რაოდენობამ საქართველოში მიაღწია 283-ს, საერთო ინვესტიციების მოცულობა დღეისათვის 5 მილიარდ ევრომდეა, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიციები 81 პროცენტსშეადგენს.

 

EBRD მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც კერძო სექტორის და საწარმოო ინიციატივების განვითარებას უწყობს ხელს 36 ეკონომიკურ სისტემაში სამი კონტინენტის მასშტაბით. ბანკი 71 ქვეყანას ეკუთვნის, ასევე ევროკავშირსა და EIB-ს. EBRD-ის ინვესტიციები მიმართულია ამ რეგიონებში ეკონომიკური სისტემების კონკურენტულ, ინკლუზიურ, კარგად მართულ, მწვანე, გამძლე და ინტეგრირებულ სისტემებად გარდაქმნის ხელშეწყობაზე.

 


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up