ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს. EBRD-ის შეფასებით, მიმდინარე წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკის 2.1%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, ნაცვლად 3.0%-ისა.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების მთავარი მიზეზი გაძვირებული ენერგორესურსები და მაღალი ინფლაციაა.
კავკასიის რეგიონში 2023 წელს ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, 2024 წლიდან კი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3.6%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5%-ზე დარჩა.
EBRD აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს მოლოდინებს გადააჭარბა, რაშიც დიდი წვლილი სომხეთმა და საქართველომ შეიტანა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2023 წელს ზრდის 2.7%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, 2024 წელს კი 3.6%.