EBRD-მა საქართველოში პირველ მწვანე ობლიგაციებში 13.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

EBRD-მა საქართველოში პირველ მწვანე ობლიგაციებში 13.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

access_time2022-10-13 17:35:53

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ მწვანე ობლიგაციებში 13.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების (GRPO) მიერ 80 მილიონი აშშ დოლარის მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციების განთავსება ამ მოცულობის პირველი კორპორაციული ემისიაა ქვეყანაში.


ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული 5 წლიანი ვადით და მოიცავს 7%-იან ნომინალურ შემოსავალს. ისინი გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით. ემისიას მხარი დაუჭირეს ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), EBRD-იმ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB).


შემოსული თანხა მოხმარდება სს ჯორჯია კაპიტალის (GCAP) მიერ მოწოდებული აქციონერული სესხის რეფინანსირებას სს „ჯორჯია გლობალ იუთილითი-ს (GGU) 250,000,000 აშშ დოლარის ღირებულების 7.75% ევროობლიგაციების ნაწილის დასაფარად, რომლებიც 2020 წლის ივლისშია გამოშვებული. ტრანზაქცია ასევე მოახდენს GRPO-ის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.



ინვესტიციების მეშვეობით GRPO ასევე გადადგამს ნაბიჯებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გზაზე ენერგეტიკულ სექტორში, სადაც მეტწილად მამაკაცები არიან დასაქმებულნი, და ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიას ამ სექტორში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.


GRPO, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) წარმოდგენილი GCAP-ის შვილობილი კომპანიაა, წარმოადგენს განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას საქართველოში. კომპანია ოპერირებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს და ერთადერთ მოქმედ ქარის ელექტროსადგურს საქართველოში, რომელთა საერთო სიმძლავრე 71 მეგავატს უდრის.


EBRD-მა საქართველოში დღემდე თითქმის 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up