EBRD - ს  სათაო ოფისი Canary Wharf-ში გადააქვს

EBRD - ს სათაო ოფისი Canary Wharf-ში გადააქვს

access_time2022-10-03 21:00:08

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თავისი სათაო ოფისი ლონდონის ბირჟის მოედნიდან  Canary Wharf-ში გადაიტანა, - ამის შესახებ  ინფორმაციას EBRD  -  ის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ.  გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად ლონდონის 2,800 თანამშრომლის ნახევარზე მეტი უახლესი ტექნოლოგიის Five Bank Street-ის შენობის ზედა 13 სართულზე უკვე გადავიდა, დანარჩენი კი სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს გადავა.

 

EBRD იუწყება, რომ Five Bank Street გაერთიანებულ სამეფოში ეკოლოგიური სტანდარტების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საოფისე ნაგებობაა და არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. გარდა ამისა ბანკი შესაბამისი სერტიფიკატების მიღებას დიზაინის და კონსტრუქციის ნაწილშიც გეგმავს. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს პირობა აქვს დადებული, რომ 2025 წლისთვის მეტწილად მწვანე ბანკი გახდება, ხოლო  წლის ბოლომდე ყველა აქტივობას პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან თანხვედრაში მოიყვანს .

 

ახალი შენობა გათვლილია ჰიბრიდული მუშაობის თანამედროვე მოდელზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, შესაბამისად დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა,რომ ვირტუალურ შეხვედრებში  აქტიურად  ჩაებნენ.

 


პროექტის დიზაინში ძირითად კონტრაქტორ, Overbury-სთან არაერთი ავტორიტეტული  კომპანია იყო  ჩართული, მათ შორის არიან BNP Paribas Real Estate,  Perkins & Will, Turner & Townsend, AECOM და ა.შ.

 

ლონდონის ბირჟის მოედანზე  არსებული შენობა, რომელშიც EBRD 1993 წლის შემდეგ იყო განთავსებული ბანკს ლიზინგით ჰქონდა აღებული და კონტრაქტის ვადა მიმდინარე  წლის ბოლოს იწურება.

 

 EBRD, ხელს უწყობს ღია ბაზრის ეკონომიკასა და კერძო სექტორს 36 ქვეყანაში სამ კონტინენტზე და თვითონ კი  71 ქვეყნის,  ევროკავშირს და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკუთრებაა. EBRD - მა ადგილის ცვლილების  შესახებ გეგმები 2019 წლის მაისში გააჟღერა.



თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up