EBRD საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ICC-თან ერთად თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმს მასპინძლობს

EBRD საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ICC-თან ერთად თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმს მასპინძლობს

access_time2023-02-16 18:00:47

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ეროვნულ ბანკთან (NBG) და საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან (ICC) ერთად 2022 წლის 16 თებერვალს, თბილისში კონფერენციას „მწვანე დაფინანსება მდგრადი ეკონომიკისთვის" მასპინძლობს.


ღონისძიების მთავარი მიზანია დაინტერესებულ მხარეთა შორის ცნობიერების ამაღლება მდგრად დაფინანსებასა და მწვანე ტექნოლოგიების სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ძირითადი რისკების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, რომლებიც კლიმატის ცვლილებამ შეიძლება წარმოშოს კერძო სექტორში და ზოგადად საბანკო სისტემაში.


შინამეურნეობების, ბიზნეს ოპერაციების და ენერგიის წყაროების განახლება ეკომეგობრული ტექნოლოგიებით, წარმოქმნის ბევრ ახალ საბანკო შესაძლებლობას. ის ასევე გააფართოებს მწვანე ფინანსების მოზიდვის გზებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან.



„EBRD აქამდეც აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მწვანე მისწრაფებებს. გასულ წელს, საქართველოში, ჩვენი დაფინანსების 61% მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისკენ იყო მიმართული. ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე ინიციატივას პოლიტიკის განვითარების მხრივ მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგის წინსვლისთვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ფინანსური სისტემის გამწვანებას“, - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.


მწვანე TFP (The Green TFP) საშუალებას აძლევს პარტნიორ ბანკებს გამოიყენონ არსებული სავაჭრო დაფინანსების საშუალებები ექსპორტის, იმპორტის და იმპორტირებული მწვანე ტექნოლოგიებისა და მასალების ადგილობრივი განაწილების დასაფინანსებლად EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომის შესაბამისად. TFP-ის მეშვეობით EBRD აძლევს გარანტიებს საერთაშორისო დამადასტურებელ ბანკებს და მოკლევადიან სესხებს შერჩეულ ბანკებსა და ფაქტორინგის კომპანიებს ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის, იმპორტიორებისთვის და დისტრიბუტორებისთვის სესხების გაცემის მიზნით. EBRD-ის სტრატეგიული მიზანია 2025 წლისთვის გახდეს დიდწილად მწვანე ბანკი.


ბანკის პროექტების საერთო რაოდენობამ საქართველოში მიაღწია 283-ს, საერთო ინვესტიციების მოცულობა დღეისათვის 5 მილიარდ ევრომდეა, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიციები 81 პროცენტს შეადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up