ეფეს საქართველო: 2021 წელს ლუდის ინდუსტრია 10%-ით გაიზარდა

ეფეს საქართველო: 2021 წელს ლუდის ინდუსტრია 10%-ით გაიზარდა

access_time2021-12-24 13:20:00

„ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი 2021 წელს აფასებს და აცხადებს, რომ პანდემია არც კომპანიის საქმიანობაზე და არც ინდუსტრიაზე ნეგატიურად არ ასახულა.


როგორც ხუნძაკიშვილი აცხადებს, ლუდის ინდუტრია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით ზრდა 4-5%-ის დიაპაზონშია.


რაც შეეხება კომპანია „ეფეს საქართველოს“, კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, რომ ლუდის ინდუსტრიის და კომპანიის ფინანსრი შედეგები (ციფრები) თითქმის იდენტურია.


„ამას ემატება ექსპორტის ზრდა, განსაკუთრებით ლიმონათის მიმართულებით. წელს ამ კუთხით უპრეცედენტო ზრდა გვქონდა, საუბარია 40%-იან მატებაზე. ამ დროისთვის გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი“ ევროპის დაახლოებით 25 ქვეყანაში იყიდება. მიმდინარე წელს კომპანიის ლიმონათი შევიდა ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზეც,“-აცხადებს ხუნძაკიშვილი.


მისი ინფორმაციით, წელს ექსპორტზე დაახლოებით 42 მილიონი ლიტრი გაიყიდა.



კითხვაზე, იმ პირობებში როდესაც პანდემიის პირობებში ბიზნესის უმრავლესობას გაყიდვები შეუმცირდა, როგორ შეძლო კომპანია „ეფეს საქართველომ“ ამ ნიშნულზე გასვლა, ხუნძაკიშვილი განმარტავს, რომ მომხმარებლის მხრიდან აქცენტი ხარისხიან პროდუქციაზე კეთდება, ყველაფერი კი შემოსავლებზე აისახება.


მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლუდის ბაზარზე გადანაწილდა სეგმენტაცია, თუ ადრე მოთხოვნა იყო მინის ბოთლზე, ქილაზე, ახლა უპირატესობას ეკონომიურ პაკეტს (პლასტმასის 2 ლიტრიანი,2.5 ლიტრიანი შეფუთით) ანიჭებენ.


როგორც „ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, პანდემიური წლის პერიოდში HoReCa სექტორის დაკეტვამ მოხმარება ოჯახებში გადაიტანა, შესაბამისად, ეკონომიური სეგმენტი განვითარდა.


მოლოდინებზე საუბრისას „ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, რომ ლუდის ინდუსტრია კარგად მიუყვება ეკონომიკის ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს ლუდის ბაზარი დაახლოებით 5-დან 7%-მდე გაიზრდება.


ხუნძაკიშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ არ ჩერდება და პროდუქტების გაფართოებაში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.მათ შორის, იგეგმება საექსპორტო ბაზრების მიმართულებით გაძლიერება.


business-partner.ge




თეგები:
ლუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up