EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში  მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

access_time2021-10-22 16:42:55

6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი (გაცემული ეროვნულ ვალუტაში) ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ქვეყანში, მიუხედავად პანდემიური რეალობისა.

 

ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს,  მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.

 

თიბისი ლიზინგი ბაზრის 73%-იანი წილით ქვეყნის წამყვანი სალიზინგო კომპანიაა. დამფუძნებელი თიბისი ჯგუფისა და დაფინანსებული აქტივების ღირებულების წყალობით ბრენდის საკმაოდ მაღალი ცნობადობითა და  დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თიბისი ლიზინგის მიერ ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, გაზრდის მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მისცემს საშუალებას შექმნან მეტი სამუშაო ადგილი პოსტ-პანდემიური კლიმატის პირობებში. 

 

„მცირე და საშუალო საწარმოები ქმნიან ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოში. სწორედ ამიტომ,  აუცილებელია ისეთ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებიც დასახავენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესის ზრდის ტენდენციას, განსაკუთრებით კი პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. ის ფაქტი, რომ სესხი ადგილობრივ ვალუტაშია, ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაცული იქნებიან გაცვლითი კურსის რისკებისგან. თიბისი ლიზინგის სახით ჩვენ შევიძინეთ ჩამოყალიბებული პარტნიორი, რომელსაც აქვს ფართო ბაზარი, რათა გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია მაქსიმალური გავლენისთვის. ”- კლაუს მიულერი, EFSE საბჭოს თავმჯდომარე.

 

”ეს არის EFSE– სთან პარტნიორობის შესანიშნავი დასაწყისი და თიბისი ლიზინგისა და  Finance in Motion გუნდების რამდენიმე თვიანი ერთობლივი წარმატებული მუშაობის დასტური, რომელმაც დიდი ხნის სასურველი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. დამატებით 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის რესურსის მოზიდვა, რომელიც მთლიანად ლარში იქნება ათვისებული, საშუალებას მოგვცემს ლიზინგით დავაფინანსოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და, როგორც წესი, არ გააჩნიათ შემოსავლები უცხოურ ვალუტაში. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს ლიზინგის პროდუქტების მაქსიმალურად მორგებას კონკრეტულ კლიენტთა სეგმენტებზე და ინდუსტრიებზე. EFSE- ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება კი სწორედ ასეთი, სპეციალური პროდუქტების შექმნას მოხმარდება, რაც ნამდვილად დაგვეხმარება დასახული მიზნების განხორციელებაში” - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.

 

ამ ინვესტიციის მეშვეობით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას მანქანა-დანადგარების, სამშენებლო, საწარმოო აღჭურვილობისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული საწარმოების იჯარით გაცემის გზით. თიბისი ლიზინგი ხელს შეუწყობს პირველ რიგში ისეთ ინიციატივების განხორციელებას, როგორებიცაა: SDG 8-ს ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა და SDG 9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა.


 

 

EFSE– ს შესახებ

 

2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებას ინვესტიციის განხორციელების გზით, ასევე კომპლებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით.გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ამ სეგმენტისთვის უმთავრესია, EFSE ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ფინანსური სექტორების დახმარების გაძლიერებაზე, რათა მათ თავისმხრივ უზრუნველყონ ამ სამიზნე ჯგუფების დაფინანსება. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით, EFSE აძლიერებს თავის გავლენას EFSE განვითარების მექანიზმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგს და სხვა არა მატერიალურ დახმარებას მეწარმეებისა და ინსტიტუტებისათვის.

 

EFSE ინიცირებულია KfW განვითარების ბანკის მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც ერთ-ერთი პირველი კერძო-საჯარო ფონდი, EFSE იძიებს კაპიტალს დონორი სააგენტოებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და კერძო ინსტიტუციონალური ინვესტორებიდან.

 

Finance in Motion GmbH, გერმანია, EFSE– ს მრჩეველია, ხოლო Hauck & Aufhäuser Fund Services S.A., ლუქსემბურგი, მენეჯერის ფუნქციას ასრულებს.

სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.efse.lu

Finance in Motion GmbH-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.finance-in-motion.com

 

თიბისი ლიზინგი წარმოადგენს თიბისი ჯგუფის წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას საქართველოში. ორგანიზაციას აქვს 17 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიაში და ფლობს ბაზრის 73%-იან წილს. კომპანიას ჰყავს მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი და პარტნიორი. დღეის მდგომარეობით, თიბისი ლიზინგი აქტიურია თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში და სპეციალიზირებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს სამედიცინო, სატრანსპორტო, HORECA, სავაჭრო, სასოფლო -სამეურნეო, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიებს და სხვა, ასევე, ეხმარება ფიზიკურ პირებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

 

 

 (R)



თეგები:
TBC ლიზინგი EFSE



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up