თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, თურქეთის სანაპიროს დაცვის ცნობით დაღუპულია ხუთი ადამიანი, 11-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, მათ შორის ერთ ბავშვია. საბერძნეთის მთავრობის ცნობით ერთ-ერთ კუნძულზე კიდევ ხუთი მიგრანტი იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ეგეოსის ზღვაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სამხრეთით იტალიელმა მაშველებმა ჩატარებული სამი ოპერაციის შედეგად 1 300-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.