ეგვიპტე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის ფორთოხლის უდიდესი მიმწოდებელია

ეგვიპტე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის ფორთოხლის უდიდესი მიმწოდებელია

access_time2023-04-22 12:00:22


ეგვიპტე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ფორთოხლის ექსპორტის აქტიურ ზრდას აგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაციას EasrFruit ავრცელებს, გამოცემის ცნობით ეგვიპტე ჩრდილოეთ  ნახევარ სფეროს ქვეყნებიდან ფორთოხლის უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება. 



მიმდინარე სეზონის პირველ ხუთ თვეში (2022 წლის ოქტომბერი - 2023 წლის თებერვალი) ეგვიპტემ თითქმის 25 000 ტონა ფორთოხალი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთავარ ქვეყნებში (მალაიზია, ინდონეზია, სინგაპური, ტაილანდი და კამბოჯა) გაიტანა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 



ეგვიპტური მომწოდებლები თითქმის არ შედიან პირდაპირ კონკურენციაში სამხრეთ აფრიკასთან, რადგან მისი ექსპორტის პიკი ივლის-ოქტომბერშია, ხოლო ეგვიპტე ფორთოხლის უმეტეს ნაწილს იანვარ-მაისში ახორციელებს.




მთლიანობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეს ქვეყნები სეზონზე 150 000-დან 180 000 ტონამდე ფორთოხლის იმპორტს ახორციელებენ და ამ რეგიონის ბაზარი უკიდურესად კონცენტრირებული რჩება. 



აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ფორთოხლის ბაზარზე ეგვიპტის მთავარი კონკურენტი ჩინეთია. თუმცა, ჩინეთიდან ფორთოხლის მომწოდებლები ძირითადად ვიეტნამზე არიან ორიენტირებული, ხოლო მათი ყოფნა უფრო პრემიუმ ბაზრებზე (მალაიზია, სინგაპური და ა.შ.) უმნიშვნელო რჩება. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით იზრდება ექსპორტი ჩინეთიდანაც, რომელიც გაორმაგდა  და ბოლო ხუთ სეზონზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 15 000 ტონას მიაღწია.


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ეგვიპტე ასევე კონკურენციას უწევს შეერთებული შტატების ექსპორტიორებს, მაგრამ ამერიკიდან იმპორტი ბოლო დროს მცირდება. 




თეგები:
ეგვიპტე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up