ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია - ლევან დავითაშვილი

ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია - ლევან დავითაშვილი

access_time2023-03-21 12:00:43

„გასული წლის განმავლობაში ეგვიპტიდან საქართველოში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ტურისტულ სექტორში და  ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კახეთის რეგიონში. ვხედავთ, რომ ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან დიდია საქართველოთი დაინტერესება და იმედი მაქვს, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა კაიროში გამართული ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიზნესფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალს, ასევე საინვესტიციო გარემოს, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის 2023 წელს ეგვიპტიდან საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

 


ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თანხმლებ დელეგაციასთან ერთად კაიროში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ეგვიპტე - საქართველოს ბიზნესფორუმში. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც განხორციელდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მისივე თქმით, ასევე ქუთაისისა და საგარეჯოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ხორციელდება ინვესტიციები ეგვიპტიდან. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და  ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და დაბალი საგადასახადო ტვირთის გარდა, კომპანიებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დამატებით შეღავათებსაც სთავაზობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up