წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი იმარჯვებს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ ახერხებს.
როგორც ფრანგული მედია წერს, თუ ასეთი იქნება საბოლოო შედეგიც, მაკრონს იმ რეფორმების გატარება, რომელიც მოსახლეობას აპრილში, ხელახლა არჩევისას დაჰპირდა, შესაძლოა გაუჭირდეს.
ემანუელ მაკრონის კოალიციას „ერთად“, სავარაუდოდ ექნება მინიმუმ 205 და მაქსიმუმ 235 მანდატი, უმრავლესობისთვის კი 289 ადგილია საჭირო. მეორე ადგილზეა მემარცხენე პარტიების კოალიცია ჟან-ლიუკ მელანშონის ლიდერობით - 70-190 მანდატი.
ფრანგული მედიის ცნობით, ყველაზე დიდი შედეგი არჩევნებში, პირველადი შეფასებით, მარინ ლე პენის „ეროვნულმა კრებამ“ აჩევნა, რომელმაც 2017 წელთან შედარებით, 11-ჯერ მეტი ადგილი მიიღო.
პოლიტიკური პარტიები საფრანგეთის ეროვნულ კრებაში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან.