ეიფელის კოშკის შესაღებად საფრანგეთის ხელისუფლება 84 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ფრანგულ მედიას ეიფელის კოშკის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი კომპანია SETE-ს ხელმძღვანელმა, ჟან-ფრანსუა მარტანმა განუცხადა.
პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის შეღებვა რიგით მე-20 იქნება. საფრანგეთის დედაქალაქის სიმბოლოს შესაღებად 60 ტონაზე მეტი საღებავი დაიხარჯება.
ეიფელის კოშკის შეღებვის მიზეზი დაჟანგვის პროფილაქტიკაა, რისი ჩატარებაც 7-8 წელიწადში ერთხელ არის აუცილებელი.
წყარო: imedinews.ge